ხიხონის „სპორტინგის” B გუნდის კუბელმა მეკარემ კრისტიან ჯოელმა გულისტკივილი გამოთქვა, რომ ესპანურ ფეხბურთში რასიზმი ჯერ კიდევ მძვინვარებს. ხიხონელებს „იბიცასთან” ჰქონდათ თამაში. ჯოელმა იქაურ ბურთის მიმტანებს, რომელთაც ჩვენში რუსული სიტყვით, „აუტჩიკით” მოვიხსენიებთ, თავისი მაისური აჩუქა, მათ კი შეურაცხმყოფელი ვიდეო ჩაწერეს და ჯოელს სოციალურ ქსელში ჩაუგდეს. ამ ვიდეოს ჩვენც გთავაზობთ, სადაც მკაფიოდ ისმის, როგორი ზიზღითა და დაცინვით...
