ჭდე: ვასილ კაკოვინი

Home ვასილ კაკოვინი
ბონუსები
ჩანაწერი

ბონუსები

საფრანგეთის ტოპ 14-ის მე-6 ტურში მონაწილეობა 15-მა ქართველმა მიიღო და 8 თავისი გუნდის სასტარტო შემადგენლობაში იყო. მთლიანობაში კი შეგვიძლია, ტური ბონუსების ტურად მოვნათლოთ. „ტულუზის“ დომინაცია ამჯერადაც გაგრძელდა. „პოსთან“ საშინაო მატჩის პირველი ტაიმის 0:7 დათმობის შემდეგ ქვეყნის 21-გზის ჩემპიონმა მეორენახევარში 5 ლელო დადო და ბონუსით, 38:10 მოიგო, რამაც მას უახლოეს მდევართან უპირატესობა 7 ქულამდე გაუზარდა –...

ყაულაშვილი ტურის სიმბოლურშია
ჩანაწერი

ყაულაშვილი ტურის სიმბოლურშია

წამყვანმა ფრანგულმა სარაგბო გამოცემა „მიდი ოლიმპიკმა“ ტოპ 14-ის მეორე ტურის სიმბოლური ნაკრები დაასახელა. პირველი ტურის შემდეგ ხსენებულმა გამოცემამ საუკეთესო თხუთმეტეულში ორი ბორჯღალოსანი შეიყვანა – „ტულონის“ ბურჯი ბექა გიგაშვილი და „ბიარიცის“ მესამეხაზელი თორნიკე ჯალაღონია. გასული შაბათ-კვირის მიხედვით კი „მიდი ოლიმპიკმა“ „ბორდოსა“ და საქართველოს ნაკრების ბურჯი ლექსო ყაულაშვილი გამოარჩია. ლექსომ მეორე ტურში „სტად ფრანსესთან“ 37:10 მოგებული მატჩის...

აფრასიძემ დაიწყო, კარკაძემ დაასრულა
ჩანაწერი

აფრასიძემ დაიწყო, კარკაძემ დაასრულა

რაღა თქმა უნდა, გასულ უქმეებზე რაგბის ქართველ ქომაგთა მთავარ ინტერესს ტოპ 14-ის მეორე ტურის ის მატჩი იზიდავდა, რომელშიც ერთბაშად 6 ჩვენებურს უნდა ეთამაშა. საუბარია „მონპელიესა“ და „ბრივის“ შეხვედრაზე. მოლოდინმა მხოლოდ იმ თვალსაზრისით გაამართლა, რომ ქართველებმა ჩინებულად ითამაშეს და თავიც გამოიჩნეს, თორემ დიდი ბრძოლა არ შედგა – მონპელიელებმა იოლად, 39:17 იმარჯვეს. თამაში კი ქართული ლელოებით დაიწყო...

ქართველთა იმედისმომცემი სტარტი ტოპ 14-ში
ჩანაწერი

ქართველთა იმედისმომცემი სტარტი ტოპ 14-ში

საფრანგეთის ტოპ 14-ის 2021-2022 წლების სეზონი ქართველთათვის ერთობ დამაიმედებლად დაიწყო. სასტარტო ტურის 7 მატჩში ჩვენი ნაკრების 16-მა ყოფილმა, მოქმედმა თუ მომავალმა წევრმა მიიღო მონაწილეობა! ეს კი არა, ამ 16-დან ცხრა კაცი თავისი გუნდის სასტარტო შემადგენლობაში იყო, ხოლო ამათგან სამმა სულაც შეუცვლელად ითამაშა! ჰოდა, თუ მეხსიერება არ მღალატობს, ყველა ზემოთმოყვანილი რიცხვი სარეკორდო და უპრეცედენტოა ქართული სარაგბო...

ტოპ 14-იც ბასკეთში იწყება
ჩანაწერი

ტოპ 14-იც ბასკეთში იწყება

ისევე, როგორც პრო დ2-ში, საფრანგეთის მთავარ სარაგბო ლიგა ტოპ-14-შიც რეგულარული სეზონი სტარტს ბასკეთში აიღებს. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ უმაღლეს დონეზე დაბრუნებული „ბიარიცი“ 4 სექტემბერს, თბილისის დროით 16 საათზე „ბორდოს“ შეერკინება და ეს იქნება 2021-2022 წლების სეზონის გახსნითი მატჩი. რახან „ბიარიცი“ ვახსენეთ, ბარემ ისიც ვთქვათ, რომ მის წლევანდელ განაცხადში ერთბაშად 6 ქართველი მორაგბეა, მათ შორის ორი მოქმედი...

80-მდე ქართველი ფრანგულ სარაგბო ელიტაში
ჩანაწერი

80-მდე ქართველი ფრანგულ სარაგბო ელიტაში

მორაგბეთა არდადეგები ხანმოკლეა და სპორტის ამ სახეობის წარმომადგენლები უკვე ახალი სეზონისთვის ემზადებიან. ცხადია, ახალი ჩემპიონატისთვის სამზადისს საფრანგეთშიც შეუდგნენ, სადაც უამრავი ქართველი თამაშობს. მიმდინარე ზაფხულში ჩვენებურთა რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ძირითადად — ახალგაზრდების ხარჯზე. მთლიანობაში კი ტოპ 14-ის კლუბთა მთავარ და ახალგაზრდულ კლუბებში დღეის მონაცემებით 33 ქართველი ირიცხება, პრო დ2-ში — 42. ამას დავუმატოთ მომდევნო ლიგები  —...

დუდუ და პერპინიანი
ჩანაწერი

დუდუ და პერპინიანი

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის პირველ ელიტურ დივიზიონ ტოპ 14-ში რეგულარული სეზონი დასრულდა, ხოლო პრო დ2-ში ჩემპიონი გამოვლინდა. რეგულარული „ტულუზმა“ მოიგო, ხოლო მეორეზე „ლა როშელი“ გავიდა – პარალელურად ჩემპიონთა თასის მფლობელი და ფინალისტი. ცნობისთვის, ესენი იმ იშვიათ ფრანგულ კლუბთაგანნი არიან, რომლებშიც არცერთი ქართველი მორაგბე არ ირიცხება და პლეი-ოფში მეორე წრიდანაც სწორედ ეს გუნდები ჩაებმებიან. პლეი-ოფის პირველ წრეში...

ქართველები, თასები და ევროპა
ჩანაწერი

ქართველები, თასები და ევროპა

მსოფლიო თასის დასრულებასთან ერთად სარაგბო სამყაროში ემოციები რამდენადმე დაცხრა, თუმცა ეს პაუზა ხანმოკლეა, რადგან წამყვან სარაგბო ქვეყნებში შიდა ჩემპიონატები მთელი ძალით აგუგუნდა – ინგლისურ, ფრანგულ და პრო 14-ის ჩემპიონატებში მონაწილე გუნდებს სხვადასხვა ნაკრებთა წევრები დაუბრუნდნენ. ამასობაში, ევროპის საკლუბო ტურნირების დროც მოახლოვდა – დამდეგ უქმეებზე EPCR (ევროპის პროფესიულ სარაგბო კლუბთა გაერთიანება) სტარტს ჩემპიონთა თასისა და ჩელენჯ...

მამუკა გორგოძემ სეზონი 2 ლელოთი გახსნა
ჩანაწერი

მამუკა გორგოძემ სეზონი 2 ლელოთი გახსნა

ვიდრე საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო თასისთვის ემზადება, ნაკრებს მიღმა მყოფ ლეგიონერთათვის ახალი საკლუბო სეზონი დაიწყო. კერძოდ, საფრანგეთის ტოპ 14 დაიწყო და თან როგორ! ბორჯღალოსნების ექს-კაპიტანმა მამუკა გორგოძემ აჟენში ორი ლელო გაიტანა და თავის „ტულონს“ გასვლითი გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა – 44:25. მართალია, ამ მატჩის დებიუტში „აჟენი“ 3:0 დაწინაურდა, მაგრამ ცენტრიდან ტულონელთა მიერ თამაშში შეყვანილი ბურთის მიღებისას...