ეროვნული ლიგის მესამე ტური თავიდანვე მოულოდნელობით დაიწყო: „თელავმა“ ქუთაისში „ტორპედოს“ 2:1 მოუგო. მოგეხსენებათ, ქუთაისელებს ტიტულის ერთერთ მთავარ კანდიდატად მოიაზრებენ, მაგრამ დირკ შუსტერის გუნდი მიჯრით მეორედ დამარცხდა. მოულოდნელიო, ვთქვით, თუმცა თუ თელაველთა ენერგიულ თამაშს ვნახავთ, არც ანგარიში მოგვეჩვენება გაზვიადებულად. მოკლედ, ვალერი გაგუას გაწვრთნილმა კახურმა კლუბმა ზედიზედ მეორე თამაში მოიგო და მეორე ადგილზე დადგა. გოლები თელაველთა ახალწვეულებმა,...
