12 მარტის შემდეგ პირველი საჩოგბურთო ტურნირი, რომელშიც ATP-ს მოთამაშეები იღებენ მონაწილეობას, გერმანიაში დაიწყო, თუმცა, განსხვავებული წესებით – მატჩებს მაყურებელი არ ესწრება, ასევე არ არიან ხაზის მსაჯები და ბურთის მიმწოდებელი ბიჭუნები. კობლენცში მიმდინარე შეჯიბრში 8 ჩოგბურთელი მონაწილეობს, რომლებიც ATP-ს 100-ეულში არ შედიან. მათ შორის არის დასტინ ბრაუნი, ვისაც უიმბლდონზე თვით რაფა ნადალი დაუმარცხებია. ყოველი მატჩის შემდეგ...
