ისე მოხდა, რომ გასულ უქმეებზე ქართველ ლეგიონერთა მიერ გატანილი ორი ლელოდან ერთი ჩვენი ნაკრების ყოფილმა წევრმა გაიტანა, ხოლო მეორე – მომავალმა ბორჯღალოსანმა. ვეტერანით დავიწყოთ: ირაკლი მირცხულავა 31 წლისაა და ბორჯღალოსანთა შორის რამდენიმე მატჩი აქვს გამართული. ფოთელი მარჯვენა ბურჯი დღესდღეობით ფრანგულ პრო დ 2-ში მოასპარეზე „ოიონას“ ღირსებას აგერ უკვე მეოთხე სეზონია იცავს და მთელი ეს ხანი...
ჭდე: ბექა გიგაშვილი
7 ქართული ლელო ევროთასებზე
არნახულად ბარაქიანი უქმეები გამოუვიდათ ქართველ მორაგბე ლეგიონერებს. 7 ლელო! ასეთი შედეგი ჩემპიონთა თასისა და ჩელენჯ კაპის რომელიმე ცალკეულ ტურში ან საშეჯიბრო დღეს აქამდე წარმოუდგენელი იყო, მაგრამ დღეს ეს რეალობაა. ძირითადად ფრანგულ კლუბებში თავმოყრილ ქართველებს შორის არა მხოლოდ პირველხაზელი მორკინალები არიან, არამედ შუამარბებისა და გარემარბების გამოკლებით ყველა პოზიციის მოთამაშეა, რომლებიც თანდათან ეჩვევიან უმაღლეს დონეზე თამაშს და...
ევროთასები ფრანგულად
გასულ უქმეებზე ევროპაში საკლუბო ტურნირების ბოლოსწინა, მე-5 ტური გაიმართა, რომელმაც ბევრ საკითხს ნათელი მოჰფინა. კერძოდ, გაირკვა, რომ სამმა ფრანგულმა და თითო ირლანდიურმა და ინგლისურმა კლუბმა მეოთხედფინალის საგზური ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე გაინაღდა. ესენი არიან „კლერმონი“, „რასინგი“, „ტულუზი“, „ლენსტერი“ და „ექსეტერი“. რაც შეეხება ქართველ ლეგიონერებს, წინა ტურში მხოლოდ ხუთმა ჩვენებურმა ითამაშა და სამწუხაროდ, მათი...
კოტე ფინიში
მთელი წინასაახალწლო პერიოდი რაგბის ქართველი გულშემატკივარი საფრანგეთის ტოპ 14-ის ამარა იყო, რადგან ინგლისის პრემიერშიპში, კერძოდ კი „უოსპსში“ მოასპარეზე ერთადერთი ქართველი ზურა ჟვანია ბოლო ხანებში ტრავმის გამო არ თამაშობდა, ხოლო საფრანგეთის რანგით მეორე დივიზიონ პრო D2-ში, სადაც ქართველ მორაგბეთა განსაკუთრებული სიმრავლეა, საშობაო და საახალწლო არდადეგები გამოცხადდა და ეს ტურნირი მხოლოდ 9 იანვარს განახლდება. ამდენად, ჩვენც მხოლოდ...
ორი ბექას ამბავი
საფრანგეთის ტოპ 14-ში რეგულარული ჩემპიონატის მე-12 ტურმა 2019 წელი დახურა. ძალიან სასიამოვნოა, რომ 2020 წელს ფრანგული პირველობის ლიდერის რანგში „ბორდო“ შეხვდება, რომელშიც ქართველები არცთუ მეორეხარისხოვან როლს ასრულებენ. წლის ბოლო მატჩი ფრანგული ღვინის დედაქალაქის სარაგბო გუნდმა პოში გამართა და ერთობ დაძაბულ ბრძოლაში 27:23 იმარჯვა. ბორდოელთა სასტარტო შემადგენლობაში ბორჯღალოსანი ბექა გორგაძე იყო, რომელიც კლუბში, ნაკრებისგან განსხვავებით, 6...
ბექა, ლელო, კლერმონი…
საფრანგეთის ტოპ 14-ის გასული ტური ტულონის „სტად მაიოლზე“ დასრულდა, სადაც ადგილობრივმა სარაგბო კლუბმა „კლერმონს“ უმასპინძლა. „ტულონის“ მწვრთნელებმა თავისი ქართველი ვეტერანი მამუკა გორგოძე დაასვენეს, ხოლო კლერმონელთა დამრიგებლებმა არ ათამაშეს თავისი ლეგენდა – ასევე ვეტერანი დავით ზირაქაშვილი. თუმცა მატჩს ქართველთა გარეშე მაინც არ ჩაუვლია და ერთ-ერთმა ლელოს გატანაც მოახერხა. ტულონელმა ბექა გიგაშვილმა შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და...





