ლეგენდარული ქართველი ძიუდოისტი, ოლიმპიური ჩემპიონი დავით ხახალეიშვილი ხანგრძლივი და მძიმე ავადმყოფობის შემდეგ 49 წლის ასაკში გარდაიცვალა. ხახალეიშვილი პირველი ქართველი სპორტსმენია, რომელიც ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე დამოუკიდებელი საქართველოს მედროშე იყო – 1992 წელს, ბარსელონაში. მთავარი: რიონის პირას გაზრდილი ძიუდოისტი პირველი ქართველი ოლიმპიელია, ვინაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ოქროს მედალი მოიპოვა, ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ჰიმნი ააჟღერა და...
