დიდი ფეხბურთის სათამაშოდ მხოლოდ ნიჭი არ კმარა. არც შრომისმოყვარეობაა საკმარისი. კიდევ რაღაც არის საჭირო, რაც მაგარ ფეხბურთელს მაგარ კაცად აქცევს. ხვიჩა კვაეაცხელიას ტალანტზე დღეს ყველა მსჯელობს, ვისაც არ ეზარება და ერთი ხანობა იმის საფრთხეც იყო, ვარსკვლავური სენი არ შეყროდა. თქვენც არ მომიკვდეთ! ამ ყმაწვილმა ბიჭმა ერთი საქციელით მეტოქე ფეხბურთელების და ქომაგების გული ერთბაშად მოიგო. ტულის...
Tag: ხვიჩა კვარაცხელია
დორტმუნდი: ჯერ აგენტი, მერე ხვიჩა
დღეს რუსულმა მედიამ ხვიჩა კვარაცხელიას ყაზანის „რუბინიდან“ „დორტმუნდში“ შესაძლო გადასვლის თემა აიტაცა. ცხადია, ასეთი ხმები ბევრია, მაგრამ ამჯერად საქმე უფრო სერიოზულად ჩანს. „გუნდი კვარაცხელიას პირველად არ აკვირდება, მაგრამ ამჯერად ფეხბურთელის შეძენის შესაძლებლობის დეტალურ შესწავლაზე ვსაუბრობთ. პირველ რიგში, დაგვჭირდება ფიფას ავტორიზებული აგენტი, რომელიც კლუბის მხრიდან მის რუსულ წარმომადგენელთან იმუშავებს (დღეს მამუკა ჯუღელია). მეორეც, „დორტმუნდმა“ უნდა გაყიდოს...
პარადოქსი და ვაისი
გულდასაწყვეტიაო, რომ ვთქვათ, არაფერი გამოვა ნათქვამი. ზედიზედ მეორე მატჩია, საქართველოს ნაკრები მოსაგებს ბოლო სამ წუთში ატანს ქარს. შეიძლება მსაჯობაზე საუბარი, მაგრამ აქამდე არ უნდა მიიყვანო საქმე. მით უმეტეს, კაცნაკლულ მეტოქესთან. ვლადიმირ ვაისმა მის კვალიფიკაციასთან დაკავშირებულ ისედაც ბევრ კითხვას გასული ერთი კვირის განმავლობაში ძახილის ნიშანი დაუსვა. სამი შეხვედრა. სამი მეტოქე. სამივე ანტიფეხბურთის კი არადა, საერთოდ ვერ...
ხვიჩა და უძვირესი ქართველები
სულ ცოტა ხნის წინ ქართველ ფეხბურთელთაგან ყველაზე მაღალი სატრანსფერო ფასი გიორგი ჩაკვეტაძეს ედო. მისი ტრანსფერი დღესაც 6-7 მილიონ ევროდ ფასდება. ამ ფასს კი ორნახევარჯერ გადაასწრო ხვიჩა კვარაცხელიამ. ყაზანის „რუბინი“ რუსული პრემიერლიგის უმჯობეს ახალგაზრდად მიჩნეულ ქართველს 15 მილიონ ევროზე ნაკლებად არ შეელევა. ყველაზე კომიკური ისაა, რომ მსურველთა შორის მისკოვის „ლოკომოტივია“ პირველი, რომელსაც ხვიჩა იქვე ჰყავდა და...
რუსული ჭაობი
არც ვიცი, რატომ მომინდა ამ თემაზე დაწერა. ალბათ იმიტომ, რომ რუსულ მინდვრებზე ხვიჩა კვარაცხელია დაფრინავს. მიხარია, როგორ არ მიხარია, მაგრამ თან მეშინია. რისი და იმის, რომ ვინც რუსეთიდან თავი ვერ დაიხსნა, ბოლომდე ვერც გაიხსნა. მაგალითები? ზაზა ჯანაშია! მალხაზ ასათიანი!! ჯანო ანანიძე!!! ეს მხოლოდ ერთბაშად მოსაგონარი და ყველაზე მსხვილი კალიბრის ვარსკვლავებია, რუსული ფეხბურთის ჭაობმა რომ ჩაითრია....
გადავინაცვლეთ კალათბურთიდან ფეხბურთში
ქართველები და მაკედონიელები აქამდე კალათბურთში არკვევდნენ ურთიერთობას, სულ გადამწყვეტი თამაშები გამოდიოდა ხოლმე, დრამატული და ბოლო წამებზე გამრკვევი… ახლა ფეხბურთის დრო მოვიდა. გარდა იმისა, რომ ჩრდილოეთ მაკედონია ახლა ერთა ლიგაზეა მეტოქე, ასევე პოტენციური მეტოქეა ევრო 2020-ზე გამსვლელ ფინალშიც. ოღონდ იქამდე თუ საქართველომ ბელარუსი გამოთიშა და მაკედონიელები კოსოვოს გაივლიან… ასე რომ, ამ შემოდგომაზე შესაძლოა, სამი ურთიერთშეხვედრაც შედგეს....
კარგი იყო…
ერთა ლიგის პირველ ტურში, საქართველოს ნაკრებმა ნიკა კაჭარავას გოლით ტალინში, ესტონეთი დაამარცხა. საგოლე პასი კი მატჩის ერთერთმა საუკეთესომ და ქართული ფეხბურთის იმედმა ხვიჩა კვარაცხელიამ გააკეთა. მატჩის შემდეგ თამაში საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ეს თქვა. “ბედნიერი ვარ, რადგან ჯგუფის პირველ შეხვედრაში სამი ქულა მოვიპოვეთ. მატჩის დაწყებამდე ცოტას ვნერვიულობდი, რადგან ჩვენს ზოგიერთ მოთამაშეს კლუბებში სათამაშო პრაქტიკა...
კვარაცხელია – ჩემპიონთა ლიგა და მილიონები
ყაზანის „რუბინის“ ჩვენიანი ხვიჩა კვარაცხელია პაუზის შემდეგ განახლებულ რუსეთის ჩემპიონატში გუნდის ნამდვილ ლიდერად მოგვევლინა. წინა ტურში, ცეესკასთან, მოსკოვში, პენალტიც გამოიმუშავა და გუნდში საუკეთესოდაც აღიარეს. მთავარი კი ისაა, რომ 19 წლის ქართველი დაღვინებულ და დისციპლინირებულ ფეხბურთს თამაშობს. კვარაცხელიას „რუბინთან“ 2024 წლამდე აქვს კონტრაქტი. მთავარი მწვრთნელი ლეონიდ სლუცკი ხვიჩას გუნდიდან ნაადრევად გაშვების კატეგორიული წინააღმდეგია, მაგრამ ჩანს, კლუბის...
სიომინი კვარაცხელიას მისტირის
მოსკოვის „ლოკომოტივიდან“ გაშვების შემდეგ იური სიომინი პირველად ალაპარაკდა. „პალიჩმა“ მადლობა გადაუხადა კლუბის დირექტორთა საბჭოს შეფ ანატოლი მეშერიაკოვსა და გენერალურ დირექტორ ვასილი კიკნაძეს, თუმც იქვე აღნიშნა, რომ მასში „მხეცი“ გააღვიძეს… სიომინის ინტერვიუში ჩვენთვის საინტერესო ის იყო, რომ „ლოკომოტივიდან“ „რუბინში“ გადასულ ხვიჩა კვარაცხელიას საკითხსაც შეეხო. „აბსოლუტურად აღმაშფოთებელი შემთხვევა მოხდა ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებით. ის „ლოკომოტივის“ მომავალი იყო! მე...
დავითაშვილი უეფამ დააფასა
უეფმა 50 ტალანტის სია გამოაქვეყნა. ეს უეფას ვებ-გვრდის რეპორტიორთა ვერსიაა. წერია იმ ფეხბურთელებზე, რომლებსაც შარშან ძლიერ ლიგებში სათამაშო პრაქტიკა უწყვეტად ჰქონდათ და 2020 წელს დიდ პროგრესს ელიან. ფრიად სასიამოვნოა, რომ ყველაზე პერსპექტიულ 50 ფეხბურთელს შორის არის რუბინის შემტევი ზურიკო დავითაშვილიც. ქართულ ფეხბურთში სულიკო დავითაშვილს, იგივე „აბრეზას,“ აბა ვინ არ იცნობს?! ზურიკო მისი ვაჟია. დავითაშვილის გარდა...









