ხამეს როდრიგესს მადრიდი ენატრება და ამას არც მალავს. კოლუმბიელი პირდაპირ ამბობს, რომ არც “ბაიერნია” “რეალი”, არც მიუნხენია მადრიდი და არც გერმანიაა ესპანეთი. ესპანეთის დედაქალაქში ყველამ კარგად იცის, რომ “რეალიდან” წასული სხვა ფეხბურთელებისგან განსხვავებით ხამესი ბოლო წამამდე იბრძოდა “სანტიაგო ბერნაბეუზე” დასარჩენად. როდრიგესის სიყვარული და ერთგულება “თეთრი კლუბისადმი” გულშემატკივართა შორის პატივისცემას იმსახურებს. კლუბის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი მზად...
ჭდე: ფეხბურთი
მომავალ კლასიკოში “ბარსამ” მოიგო
23 დეკემბერს, შაბათ დღეს, თბილისის დროით 16 საათზე, მადრიდში, “ესტადიო სანტიაგო ბერნაბეუზე” ესპანეთის ჩემპიონატის დიდი მატჩია: “რეალი” — “ბარსელონა”. მართალია, მანამდე ჯერ ხუთი ტურია, მაგრამ შეუძლებელია ფეხბურთელები ამთავითვე არ იქმნიდნენ საბრძოლო განწყობას. მესების ოჯახში, მაგალითად, ლეო და მისი უფროსი ვაჟი ტიაგო PlayStation-ით თამაშობენ. ტიაგოს “ლურჯ-მეწამული” ფორმა აცვია და, შესაბამისად, “ბარსელონაა”, ლეო კი აბა მადრიდელთა თეთრ...
რონალდუს მესამე შვილი ხუთ თვეში
კრიშტიანო რონალდუს მეოთხე შვილი შეეძინა. გოგონას რომ ალანა მარტინას დაარქმევდნენ, წინასწარ იყო ცნობილი. დედა, ხეორხინა როდრიგესი თავს კარგად გრძნობს. “დაიბადა ალანა მარტინა! — ტვიტერით ამცნო ქვეყანას პორტუგალიელმა, — თავს ყველანი ბედნიერად ვგრძნობთ”. ახალშობილი გახლავთ რონალდუს პირველი შვილი, რომელიც სუროგატმა დედამ კი არა, ფეხბურთელის მეგობარმა გოგონამ, შეყვარებულმა თუ პარტნიორმა გააჩინა. ტყუპები, ევა და მატეო, პატარა ალანა...
სამი თაობის გამძღოლი
გამოჩენილ პიროვნებებზე ხშირად იქმნება ლეგენდები. ამ ლეგენდებს ხალხი ასაზრდოებს, მაგრამ არა როგორც ზღაპარში. ეს, თუ გნებავთ, თავისებური ფოლკლორული შემოქმედებაა, რომელიც ერთი თაობიდან მეორეს გადაეცემა. რამდენი ლეგენდაა შექმნილი ქართველ სპორტსმენებზე… სხვადასხვა დროს მათი გმირები იყვნენ კანდელაკი, პაიჭაძე, ქორქია, მშვენიერაძე და სხვანი. ამ „ხალხურ შემოქმედებაში“ თავისი ადგილი და გამორჩეულიც, უკავია ქართული ფეხბურთის მშვენებას — ავთანდილ ღოღობერიძეს. ავთანდილ...
მამა-შვილი ინიესტები 21 წლის შემდეგ
ზუსტად 21 წელიწადი გავიდა მას მერე, რაც ფუენტეალბილელი 12 წლის ბიჭუნა ბარსელონაში ჩავიდა, სადაც ის მოეწონათ და “ლა მასიას” სკოლაში აიყვანეს. მანამდე “ალბასეტეში” ვარჯიშობდა. “ბარსელონაში” მოხვედრის შანსი ფეხბურთელს ცხოვრებაში ერთხელ თუ ეძლევა და მისი ხელიდან გაშვება არაფრით შეიძლება, მაგრამ ვაჟის უცხო ქალაქში დატოვება ინიესტების ოჯახში მაინც ძალიან განიცადეს. “ჩემი შვილი ისევ ის ბავშვია, რომელიც მაშინ...
გრიზმანის თეოლოგია
საინტერესო კაცი ჩანს ანტუან გრიზმანის ძმა თეო. დაწერს “ტვიტერზე” რაღაცას, გამოიწვევს ალიაქოთს და მიჩუმდება. ამასწინათ “ატლეტიკოს” მწვრთნელი, დიეგო სიმეონე გაკენწლა, ახლა კი მანჩესტერის “ოლდ ტრეფორდის” ფოტო “დატვიტა” და ქვეშ “მლოცველის ხელუკები” მიახატა. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ თეომ ეს პოსტი რამდენიმე წუთში წაშალა და ზედაც თავისი ექაუნთი საერთოდ მიახურა. თეოს ტვიტი სოციალურ ქსელებში მაინც გავრცელდა,...
ძოლა რუსის ქალთან მოაგვარებს საქმეს
51 წლის ჯანფრანკო ძოლა შეიძლება “ჩელსის” ტექნიკური დირექტორი გახდეს. “ლურჯების” ლეგენდაზე რამდენიმე დღეა რაც ალაპარაკდნენ, კერძოდ, მას მერე, რაც თანამდებობა მაიკლ ემენალომ დატოვა. კლუბის კაბინეტებში ჩახედულ ადამიანთაგან ბევრი მიიჩნევს, რომ იტალიელი სწორედ ის კაცია, ვინც მწვრთნელ ანტონიო კონტეს აღმასრულებელ შეფთან, მარინა გრანოვსკაიასთან გაფუჭებულ ურთიერთობას დაურეგულირებს. გრანოვსკაია “ჩელსიში” გავლენიანი ფიგურა ყოფილა. ნებისმიერ მოხსნა-დანიშვნას თუ მიღება-გაგდებას უმალ ის...
ევრას ევროჯარიმა და ევროდისკვალიფიკაცია
პატრის ევრა გულშემატკივრის ცემისთვის “მარსელმა” დაითხოვა. ამასთან, 36 წლის ვეტერანს სეზონის ბოლომდე ევროტურნირებში მონაწილეობა აეკრძალა. მარცხენა მცველი 10 ათასი ევროთიც დააჯარიმეს. ინციდენტი 2 ნოემბერს, ევრას მშობლიური პორტუგალიის ქალაქ გიმარაეშში, ადგილობრივ “ვიტორიასთან”, ევროთასის შეხვედრის დროს მოხდა. ევრა სათადარიგო იყო და მოედნის კიდესთან ხურდებოდა, როდესაც ტრიბუნიდან შეურაცხყოფა მიაყენეს. ფეხბურთელმა თავი ვერ შეიკავა და პროვოკატორს პასუხი წიხლით გასცა....
ლეო მესის უხერხული ფოტო
ლეო მესის ამბავი ასეა: მაღაზიაში ჩავა — ტელევიზორში ან ინტერნეტშია; ბავშვს დაბადების დღის ცენტრში წაიყვანს — ისევ იქაა; ვიღაცას მიესალმება — წერენ; ვიღაცას ვერ იცნობს — ამასაც წერენ… აი, გუშინ არგენტინელს მოსკოვში რა მოუვიდა: სასტუმროში მასთან ახალგაზრდა მივიდა, სელფი გადავიღოთო. მესიმაც გადაიღო, თავის გზაზე წავიდა და… დრო რომ გავიდა და სოციალურ ქსელებში შეიხედა, აღმოაჩინა რომ...
“ჩელსის” ჯაშუშური ოპერაცია
30 წლის ნიგერიელმა ნახევარმცველმა, ჯონ ობი მიკელმა რომელიც ახლა უკვე ჩინეთის კლუბ “ტიანჯინ ტედაში” თამაშობს, გაიხსენა, როგორ ჩაატარა ლონდონის “ჩელსის” მეპატრონემ, რომან აბრამოვიჩმა, ფაქტობრივად სამხედრო ოპერაცია მის “სტემფორდ ბრიჯზე” გადასაყვანად. ეს მაშინ მოხდა, როდესაც ნიგერიელის ხელში ჩასაგდებად ერთმანეთს “ჩელსი” და “მანჩესტერ იუნაიტედი” ებრძოდნენ. ბრძოლამ მთელ წელიწადს გასტანა და ბოლოს, ის-ის იყო ფეხბურთელს მანჩესტერელებთან კონტრაქტისთვის ხელი...









