საქართველოს ჩემპიონმა ბათუმის BSB-მ პირველი მარცხი იწვნია. ეს ქუთაისის სპორტის სასახლეში მოხდა, სადაც მასპინძელმა, ხელბურთის კლუბმა „ქუთაისმა” ბოლო წუთზე გამოგლიჯა შავი ზღვის ბიჭებს ხელიდან ორი ქულა: 32:31. BSB და „ქუთაისი” ერთი თვის წინ, ქვეყნის თასის ფინალშიც შეხვდნენ ერთმანეთს. მაშინ ბათუმელებმა იოლად აჯობეს მეტოქეს 27:20. დღესაც, დასაწყისში, უპირატესობა ჩემპიონებმა ჩაიგდეს ხელთ, 5:0 დაწინაურდნენ. მასპინძლებმა მდგომარეობა წუთშესვენების...
ჭდე: სამტრედია
მეორე დასავლური დღე
ქუთაისის სპორტის სასახლეში გაიმართა საქართველოს ხელბურთელ კაცთა ჩემპიონატის მორიგი მატჩები. საქართველოს ჩემპიონმა, ბათუმის BSB-მ 37:23 მოუგო „სამტრედიას”, ხოლო მასპინძელმა „ქუთაისმა” „წყალტუბოს” 47:26 აჯობა. ხვალ 16 საათზე დასავლური პირველი ტურის მთავარი მატჩია: BSB „ქუთაისს” დაუპირისპირდება. ჯერჯერობით სამი თამაშიდან სამი მოგებით ლიდერობს თბილისის „პეგასი”. ხვალ ყველა გუნდს სამ-სამი მატჩი გაუხდება ჩატარებული.
წყალტუბო და ქუთაისი
საქართველოს ხელბბურთელთა ჩემპიონატში დასავლეთის გუნდები ჩაერთნენ. ქუთაისის სპორტის სასახლეში დღეს ორი შეხვედრა გაიმართა, საქართველოს ჩემპიონმა ბათუმის BSB-მ მოუგო წყალტუბოს „პრომეთეს” 33:22, „ქუთაისმა” კი აჯობა „სამტრედიას” 42:27. ხვალ BSB ხვდება „სამტრედიას”, ხოლო „წყალტუბო” და „ქუთაისი” ერთმანეთში გაარკვევენ მიმავალი ქარისა და ქულის ამბავს. რიონისპირული შეკრების მთავარი შეხვედრა კი ზეგ გაიმართება, როდესაც BSB და „ქუთაისი” ერთმანეთის პირისპირ წარსდგებიან....


