დღევანდელი ნეაპოლური საიტების მთავარი თემა რომელუ ლუკაკუა. „პარტენოპეელები” სატრანსფერო ბაზარზე ორი საკითხით არიან დაკავებულები: ცდილობენ ვიქტორ ოსიმენი რამენაირად „პარი სენ ჟერმენს” მიჰყიდონ და „ჩელსისთან” ლუკაკუს საქმე გაკვაჭონ. „ნაპოლის” პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ოსიმენს 130 მილიონ ევროდ აფასებს, რაც საყოველთაო აზრით ბაზრის ჩარჩოებიდან ამოვარდნილი თანხაა. პარიზელები ამდენის გადახდას არ აპირებენ. ბოლო ინფორმაციით, „ნაპოლიმ” ნიგერიელის ფასი დაახლოებით...
ჭდე: რომელუ ლუკაკუ
ოსიმენი საუდის არაბეთზე დაფიქრებულა
ვიქტორ ოსიმენი „ნაპოლის” ტვირთად იქცა. როგორც calciomercato წერს, ის არის სეზონში 12-მილიონიანი პრობლემა, რომლის გამოც კლუბმა 2026 წლის ივნისამდე ბიუჯეტს 31 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს. გასაგებად რომ ვთქვათ, თუ ნიგერიელი „მარადონაზე” დარჩება, აურელიო დე ლაურენტისს მისთვის „ხელზე” გადასახდელი თანხის გარდა ბრუტო-ხელფასისა და კონტრაქტის ამორტიზაციის ხარჯების გათვალისწინებით სახელმწიფოსთვის დამატებით 31 მილიონის მიცემა მოუწევს. რაც უფრო გვიანდება...
ლუკაკუ ნაკლებს მიიღებს
„ნაპოლი” და რომელუ ლუკაკუ მეტად და მეტად უახლოვდებიან ერთმანეთს. ანტონიო კონტეს ფავორიტი სასურველ ფებურთელთა სიაში პირველ ნომრად წერია და როგორც კი ვიქტორ ოსიმენის „პარი სენ ჟერმენში” გადასვლის ამბავი მოგვარდება, ლუკაკუ ნეაპოლისკენ აიღებს გეზს. „სქაი სპორტი” წერს, რომ „აძურიმ” ფეხბურთელთან ყველა საკითხი შეათანხმა. ახლა მის კლუბთან, „ჩელსისთან” არის საქმე მოსაგვარებელი. ლონდონელები ლუკაკუს სანაცვლოდ 35 მილიონ ევროსა...
ლუკაკუ მხოლოდ იყიდება
მას მერე, რაც „ნაპოლის” თავკაცად ანტონიო კონტე დაინიშნა, გახშირდა ლაპარაკი რომელუ ლუკაკუს შესახებ. ამბობენ, რომ ახალ მწვრთნელს 31 წლის ბელგიელი, რომელმაც წუხელ ამხანაგურ შეხვედრაში ლუქსემბურგის კარში ორი გოლი გაიტანა (ბელგიამ მოიგო 3:0), ვიქტორ ოსიმენის წასვლის შემდეგ ცენტრალურ თავდამსხმელად სჭირდება. ლუკაკუ მართალია ბოლოს „რომაში” თამაშობდა, მაგრამ „ჩელსის” საკუთრებაა, დასავლეთ ლონდონის კლუბი კი მისი გაყიდვით არის დაინტერესებული....
ფულს პლუს ლუკაკუ უდრის ოსიმენს
ვიქტორ ოსიმენი მომდევნო სეზონიდან სხვა კლუბში რომ ითამაშებს, ეს გადაწყვეტილია. აურელიო დე ლაურენტისს კი უნდა მის სანაცვლოდ 130 მილიონი ევრო მიიღოს. როგორც იტალიური მედია იუწყება, ნიგერიელის შეძენა „პარი სენ ჟერმენის” გარდა „ჩელსისაც” სურს. ამის შესახებ ჟურნალისტმა ჯანლუკა დი მარციომ თავის ვებ-გვერზე ილაპარაკა. „ინგლისელები ცდილობენ თავდამსხმელში 80-90 მილიონი ევრო გადაიხადონ და ზედ რომელუ ლუკაკუ და კიდევ...
ონანა უშველის დაცვას და ალბათ ლუკაკუს
calciomercato წერს, რომ მეკარე ანდრე ონანას „ინტერიდან” „მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლას წინ ვეღარაფერი დაუდგება. დარჩა თითო-ოროლა საკითხის შეთანხმება რაც რამდენიმე საათის ან მაქსიმუმ დღის ამბავიაო, აცხადებს პორტალი. ამრიგად, კამერუნელი კარის მცველი „აიაქსის” დროინდელ მენტორს ერიკ ტენ ჰაგს შეუერთდება. ევროპული მას მედია თანხმდება, რომ ონანას ამბავი „საპნის ოპერას” დაემსგავსა ანუ ჩვენებურად რომ ვთქვათ სერიალივით გაიწელა, მაგრამ გვირაბის...
სიტის ყველაზე სუსტი მეტოქე ელოდება?
Wonderwalls — „ოაზისის” ეს სიმღერა „მანჩესტერ სიტის” ტრიუმფის ლაიტმოტივია. „ქალაქელებმა” „რეალს” 4:0 მოუგეს და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდნენ, სადაც „ინტერს” შეხვდებიან. ინგლისურ გუნდს მადრიდელებთან შთამბეჭდავი უპირატესობა ჰქონდა. მხოლოდ ის ფაქტი, რომ „რეალის” საუკეთესო მოთამაშედ მეკარე ტიბო კურტუა დაასახელეს, თვალნათლივ აღწერს შეხვედრის სცენარს. პეპ გვარდიოლას გუნდი მეტოქეს ყველაფერში სჯობდა. calciomercato-ს აზრით, როდესაც კატალონიელი მწვრთნელის შეგირდები სრული...
ოთახიდან ბოლი გამოდიოდა
„ინტერმა” „სასუოლოს” სერია A-ს 35-ე ტურში 4:2 მოუგო და დღეს საღამომდე „იუვენტუსს” დაეწია. ორივეს 66 ქულა აქვს, თუმცა „ბებერი ქალბატონი” დღის ბოლოს ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზეს” მასპინძლობს და სავარაუდოდ ერთპიროვნულად დაბრუნდება მეორე ადგილზე. მილანელი „შავ-ლურჯების” ოთხი გოლიდან ორი — პირველი და ბოლო — რომელუ ლუკაკუმ გაიტანა. მეორე ტაიმის შუაში ისინი 3:0-ს იგებდნენ, მაგრამ ყოჩაღმა „სასუოლომ” სხვაობა...
ნაპოლისთან იუვეს ულტრასები არ იქნებიან
„იუვენტუსის” სტადიონზე სამხრეთის ტრიბუნა, სადაც ულტრასები იკრიბებიან, 23 აპრილს ცარიელი იქნება — ასეთი განაჩენი გამოუტანა იტალიის ფეხბურთის ფედერაცის სადამსჯელო ორგანომ ტურინელ ქომაგებს რომელუ ლუკაკუს გინებისთვის. 23 აპრილს „ბებერი ქალბატონი” ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის” მასპინძლობს. რაც შეეხება ლუკაკუს ინციდენტს, ის „იუვენტუსისა” და „ინტერის” შეხვედრის დროს მოხდა. ეს იყო იტალიის თასის ნახევარფინალური მატჩი, რომელიც 1:1 დასრულდა. ბელგიელმა თავდამსხმელმა...
ლუკაკუს აგინეს, ლუკაკუმ აგინა, ლუკაკუ გააგდეს, ფრე — 1:1
ესეც იტალიის თასის პირველი ნახევარფინალური მატჩი: გამართული ტაქტიკური ბრძოლა ბოლო წუთებამდე და ვნებათაღელვა შეხვედრის მიწურულს. ანგარიში 83-ე წუთზე იუვენტუსელმა ხუან კუარდადომ გახსნა, 90+5 წუთზე კი „ინტერის” ბელგიელმა თავდამსხმელმა რომელუ ლუკაკუმ პენალტით გაათანაბრა, რასაც გაწევ-გამოწევა და წითელი ბარათები მოჰყვა. მიზეზი: ლუკაკუმ ცალი ხელით ტურინელ ულტრასებს ხმის ჩაკმენდა უბრძანა, მეორეთი კი სამხედრო სალამი გამოხატა. გარდა ამისა, ლუკაკუმ...









