დიდმა ბრაზილიელმა პელემ, მსოფლიოს 1970 წლის ჩემპიონატზე უნიკალური მიღწევა დააფიქსირა, რომლის გამეორება დღემდე ვერცერთმა ფეხბურთელმა ვერ შეძლო – მან მექსიკაში 6 საგოლე პასი გააკეთა და მისი გუნდის ჩემპიონობაში ლომის წილი დაიდო მის შემდეგ ბევრი წყალმა ჩაიარა და ბევრი ჩემპიონატი ვნახეთ, მაგრამ ეს შედეგი დღემდე ვერავინ გააუმჯობესა. მხოლოდ ოთხია ისეთი ფეხბურთელი, რომელსაც ხუთი შედეგიანი გადაცემა გაუკეთებია....
ჭდე: პელე
მესი პელეს გვერდით
„ინტერ მაიამის“ თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ ორი გოლი გაიტანა MLS-ის რეგულარული სეზონის გასვლით მატჩში „ორლანდო სიტის“ წინააღმდეგ. ამ თამაშში არგენტინელმა საჯარიმო დარტყმით კარიერაში 70-ე გოლი გაიტანა. ამ მაჩვენებლით მესი სამგზის მსოფლიო ჩემპიონს პელეს გაუთანაბრდა, ისინი ახლა ფეხბურთის ისტორიაში მეორე-მესამე ადგილს ინაწილებენ საჯარიმო დარტყმებით გატანილი გოლების რაოდენობით. უდავო ლიდერი კი ბრაზილიელი ჟუნინიო პერნამბუკანოა, რომელსაც ჯარიმიდან 77 გოლი...
მესი ყველა დროის საუკეთესოდ დაასახელეს
შვეიცარიაში, კერძოდ ლოზანაში ფუნქციონირებს ორგანიზაცია სახელწოდებით IFFHS, რომელიც მართალია ფიფას სტრუქტურული ნაწილი არ არის, მაგრამ მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია მას აღიარებს. ეს გახლავთ ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელმაც სცადა ისტორიაში საუკეთესო ათი ფეხბურთელი გამოეთვალა და შედეგები 19 მაისს გამოაქვეყნა. ხსენებული რეიტინგი IFFHS-მა შეადგინა იმის მიხედვით, თუ რა გავლენა მოახდინეს ფეხბურთელებმა სხვადასხვა მოვლენებზე, რა...
პელე: ან ისიც ავტობუსში ამოვიდეს ან მე წავალ
1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა იტალიელმა მარკო ტარდელიმ ფეხბურთის ისტორიაში ორი უდიდესი ფუიგურის პელესა და მარადონას ცხოვრებიდან სასეირო ეპიზოდი გაიხსენა. ეს ამბავი კიდევ ერთი გამორჩეული ვარსკვლავის მიშელ პლატინის გამოსათხოვარი მატჩის დღეს მოხდარა. როდესაც შეხვედრის მონაწილენი სტადიონზე წასასვლელად ავტობუსში ავიდნენ, გვერდით ლიმუზინი გაჩერდა რომელშიც დიეგო მარადონა იჯდა. არგენტინელი სარბიელზე წასვლას სხვებთან ერთად კი არა, ცალკე, მდიდრული ავტომობილით...
გმადლობთ!
სკოლიდან დაბრუნებული პატარები ბურთს აგორებენ. ზოგი იტალიის ნაკრების მაისურშია გამოწყობილი, ზოგიც ბრაზილიელია, ზოგი ზიდანია, უმეტესობა დელ პიერო, ბაჯო, რონალდო. უნებურად მახსენდება ჩემი ბავშვობა, როდესაც ჩვენ მაისურებს საღებავით ჩვენივე ხელით დაწერილი ნომრები ამშვენებდა, მაგრამ თითქმის ყველა ქართველ ფეხბურთელთა უცილობელი თაყვანისმცემლები ვიყავით. ჩვენი პატარა ფანტაზიით ჩვენს კერპებს ისეთ რამეებს ვაკეთებინებდით მწვანე მინდორზე, რომლის მსგავსიც თვით პელესაც შეშურდებოდა....
რომის პაპი: არც მესი და არც მარადონა…
რომის პაპ ფრანცისკეს სთხოვეს არჩევანი გაეკეთებინა თანამემამულეებს – დიეგო მარადონასა და ლიონელ მესის შორის, მაგრამ მან… „მე ავირჩევდი მესამე ვარიანტს – პელეს. მარადონა დიდი ფეხბურთელი იყო, მაგრამ როგორც პიროვნება წარუმატებელი აღმოჩნდა. პონტიფიკატის პირველ წელს მოვიდა ჩემთან და მერე აღესრულა. მესი ძალიან სწორია. ის ჯენტლმენია. მაგრამ ჩემთვის ყველაზე დიდი პელეა. გულის კაცი. მე მას ველაპარაკე. ერთხელ...
რომის პაპი: საბრალო ბიჭი იმ ხალხის თვალწინ დაეცა, რომელიც…
რამდენიმე დღის წინ ლეო მესი მერვედ დააჯილდოვეს „ფრანს ფუტბოლის” ოქროს ბურთით. ეს უნიკალური წარმატებაა, რომელიც არგენტინელის გულშემატკივრებს ხელ-ფეხს უხსნის რათა თავიანთ კერპს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი უწოდონ. მერვე ტიტული მესის ძირითადად 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონობამ მოუტანა. მუნდიალის შემდეგ, რამდენიმე თვეში, 36 წლის ვარსკვლავი „პარი სენ ჟერმენიდან” „ინტერ მაიამიში” გადაბარგდა და ევროპელი გულშემატკივრის მხედველობის არიდან მიიმალა....
განკიცხულნი
ყოფილი და მოქმედი ბრაზილიელი ფეხბურთელები, რომლებიც პელეს დაკრძალვაზე არ მივიდნენ, გულშემატკივრებმა მკაცრად გააკრიტიკეს. განსაკუთრებით მათ დაემდურნენ, ვინც სოციალურ ქსელებში სამძიმარი დაწერა, დასაფლავებაზე კი არ ჩავიდა. უპირველესად პელეს თანაკლუბელ, სანტოსელ ნეიმარს „მოხვდა.“ „პარი სენ-ჟერმენის“ ვარსკვლავმა პელესადმი გამოსათხოვარი წერილი დაწერა, თუმცა ამით ფანების უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. ერთი ქომაგი წერს: „ლაპარაკი ადვილია. შენ დაკრძალვაზე მამა გაგზავნე, თავად კი...
პელე მეცხრე სართულზე დაკრძალეს
ლეგენდარული პელე სან პაულუში უნიკალურ, მრავალსართულიან სასაფლაოზე დაკრძალეს. მისი სართულიდან სიმბოლურად იშლება ხედი, რომელიც გადაჰყურებს სტადიონს, სადაც მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა „სანტოსის” შემადგენლობაში დიადი კარიერა გაატარა. წინა დღით პროცესია „ფეხბურთის მეფის” ღია კუბოს მიჰყვებოდა. მიცვალებული დაასვენეს „ვია ბელმიროს” სტადიონზე, სადაც მამის ცხედრის ტარებაში მისმა ვაჟმა ედინიომაც მიიღო მონაწილეობა. ამ სარბიელზე ლეგენდარულმა ფეხბურთელმა 18 დაუვიწყარი წელიწადი გაატარა....
გვარდიოლა ნეიმარს ეთანხმება, და მაინც…
პელეს გარდაცვალებამ მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელის თემას ახალი სიმძაფრე შესძინა. შესაძლოა სხვადასხვა ეპოქის გამორჩეულ ვარსკვლავთა შედარება სწორი არც არის, მაგრამ ფეხბურთს კამათი ახასიათებს და „მანჩესტერ სიტის” თავკაც პეპ გვარდიოლასაც მოუხდა პასუხის გაცემა კითხვაზე: ვინ არის ისტორიაში უდიადესი? „ვფიქრობ, ნეიმარმა დიდებულად თქვა: პელემდე ათიანი უბრალოდ ნომერი იყო, მის შემდეგ კი განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა. ყველა დიდ...









