ილია ზაბარნი „პარი სენ ჟერმენმა’’ „ბორნმუთისგან’’ 63 მილიონ ევროდ იყიდა. საფრანგეთის დედაქალაქის კლუბს იმედი ჰქონდა, რომ უკრაინელი ცენტრალური მცველი მყისიერად გახდებოდა მარკინიოსის კონკურენტი და ძირითად შემადგენლობაში დაიმკვიდრებდა ადგილს. Maxifoot-ის თქმით, 23 წლის ახალწვეული მეტწილად წარუმატებლად თამაშობს. ბოლო შეხვედრაში, რომელიც ჩემპიონმა რენში 1:3 წააგო, ზაბარნი კვლავ გუნდის ერთ-ერთი სუსტი რგოლი გამოდგა. მან რამდენჯერმე წააქცია მოწინააღმდეგე, რის...
ჭდე: პარი სენ ჟერმენი
ხვიჩას უშედეგო პასები
„პარი სენ ჟერმენის’’ გამარჯვებათა სერია „რენმა’’ შეწყვიტა ― 3:1. საფრანგეთის ჩემპიონს ლიგა 1-ში ბოლო შვიდი მატჩი მოგებული ჰქონდა, მაგრამ ბრეტონის წვიმიან ამინდში მობილიზებულ და მოწადინებულ მასპინძლებთან ვერაფერს გახდა. „რენმა’’ თავიდან ძელს გაარტყა ბურთი. შემდეგ ალ ტამარიმ გამოიჩინა თავი აქტიურობით, ხოლო 34-ე წუთზე გოლითაც. 69-ე წუთზე ესტებან ლეპოლიმ მეორე გოლი გაიტანა. 72-ზე ოსმან დემბელემ სხვაობა შეამცირა,...
დემბელე გაბრაზდა! ლუის ენრიკე გაბრაზდა!
რენში 1:3 მარცხით გაწბილებულმა ოსმან დემბელემ Ligue 1+თან ინტერვიუში ბრაზი ვერ დამალა. როგორც ჩანს 2025 წლის „ოქროს ბურთის’’ ლაურეატს თანაგუნდელებმა მოუშალეს ნერვები. „ძალიან ცუდად დავიწყეთ, – თქვა პარიზელთა ერთადერთი გოლის ავტორმა, – მეტი ჟინის გამოვლენა გვმართებდა. ჩვენ „პარი სენ ჟერმენისთვის’’ უნდა ვთამაშობდეთ. თუ მარტო საკუთარი თავისთვის ვითამაშებთ, ვერაფერს მივაღწევთ. ასე ტიტულს ვერ მოვიგებთ. შარშან ჯერ...
დემბელე: ბალერდი ნაგავია
არ წყდება ლაპარაკი „ლე კლასიკის’’ შესახებ, რომელშიც „პარი სენ ჟერმენმა’’ „მარსელს’’ 5:0 მოუგო. ამ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელია მოედანზე მეორე ტაიმის შუაში შევიდა და 5 წუთში არაჩვეულებრივი გოლი გაიტანა, მაგრამ პარიზელთა გამარჯვებაში ყველაზე დიდი როლი ყველა გამოკითხვის თანახმად 2025 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა ოსმან დემბელემ შეიტანა, რომელმაც ორი გოლი თავად შეაგდო და პლუს კვარაცხელიას ჩინებული საგოლე...
მარსელელი dpd ვირთხები
„ლე კლასიკი’’ ისე არ ჩაივლის სკანდალი რომ არ მოჰყვეს. კვირას, „პარკ დე პრენსზე’’ „პარი სენ ჟერმენმა’’ „მარსელს’’ იოლად მოუგო 5:0, მაგრამ სტადიონზე თამაში მცირე ხნით მაინც შეწყდა, რადგან ტრიბუნები სტუმრებს შეურაცხყოფას აყენებდნენ. ყველაზე დიდი სკანდალი მოჰყვა უზარმაზარ ბანერს, რომელიც ულტრასებმა გამოფინეს. რა არის ამ ბანერში შეურაცხმყოფელი? ამისათვის გავარჩიოთ რა წერია და რა არის გამოსახული მასზე....
ლე კლასიკი -ბარკოლას შანსი
დღეს საფრანგეთის ლიგა 1-ის 21-ე ტური „პარკ დე პრენსზე’’ „პარი სენ ჟერმენისა’’ და „მარსელის’’ შეხვედრით, ეგრეთწოდებული „ლე კლასიკით’’ დამთავრდება. შეხვედრას საჩემპიონო ბრძოლისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. პარიზელებს გამოუჯანმრთელდათ ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც „ნიუკასლთან’’ ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში დაშავდა. მან ვარჯიში განაახლა, მაგრამ ფრანგული პრესის საერთო აზრით „ლე კლასიკში’’ თავიდანვე არ ითამაშებს. ლუის ენრიკეს ჩვეულების შესაბამისად ის სავარაუდოდ მე-60...
რეალს ვიტინია უნდა
„რეალი’’ მომავალი სეზონიდან ახალი ცხოვრების დაწყებას აპირებს და ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე ამთავითვე აქტიურად ფიქრობს. ახალი არაფერია იმაში, რომ მადრიდელებს ცენტრალური მცველი სჭირდებათ, მაგრამ ბოლო დრის სულ უფრო მეტს ლაპარაკობენ ცენტრალურ ნახევარმცველზე. „რეალი’’ 18 თვეა რაც ტონი კროოსს მისტირის. ამას გასულ ზაფხულს ლუკა მოდრიჩის წასვლა დაემატა. მათ გარეშე დარჩენილ აურელიენ ჩუამენის, ედუარდო კამავინგას და ფედე ვალვერდეს...
ჰაკიმის გაძევება, სხვა დუეს გოლი
„პარი სენ ჟერმენმა’’ ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე სტუმრად 2:1 მოუგო „სტრასბურს’’ და ლიდერობა დაიბრუნა. პარასკევს „ლანსმა’’ „ლე ავრს’’ 1:0 აჯობა, შესაბამისად პარიზელთა ფეხის დაცდენის შემთხვევაში ლიდერობას შეინარჩუნებდა. ახლა, 21 ტურის შემდეგ პსჟ მეორეადგილოსანს ორი ქულით უსწრებს. „სტრასბურმა’’ თავის მხრივ მეხუთე ადგილზე ამაღლების შესაძლებლობა გაუშვა ხელიდან. სტუმრებმა ძნელად მოიგეს, 81-ე წუთამდე მოუწიათ ლოდინმა. მასპინძლებმა კი თამაში დიდი...
იქნება პარი სენ ჟერმენში როტაცია?
თუკი ფეხბურთში არსებობს მუდმივი თემები, ერთ-ერთი მათგანი შემადგენლობის სწორად შერჩევაა. გამოიყვანს მწვრთნელი მოედანზე თერთმეტ ფეხბურთელს და იწყება დავა-კამათი იმის შესახებ, რომელიმე მათგანის მაგივრად სხვისი თამაში ხომ არ ჯობდა. საფრანგეთში კრიტიკით „მარსელის’’ გულშემატკივრები გამოირჩევიან. მათ ხშირად არ მოსწონთ რობერტო დე ძერბის რჩეულები, მითუფრო ახლა, როდესაც მათმა საყვარელმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ბრიუგესთან სტუმრად...
პარიზიენი: კვარას დაშავების შემდეგ პსჟ-მ ტემპი და ფანტაზია დაკარგა
„პარიზიენი’’ წერს, რომ ერთი შეხედვით ლიდერობასა და ჩავარდნას შორი სხვაობა დიდია, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე „პარი სენ ჟერმენმა’’ სწორედ ამ ნაპრალში მოახერხა ჩავარდნა ― ცხრილში პირველ რვა გუნდს მიღმა დარჩა და მერვედფინალში ავტომატურად ვერ მოხვდა. ახლა ლუის ენრიკეს გუნდს ფლეი-ოფის ეტაპი აქვს გასავლელი. პარიზელები 11 დეკემბრის შემდეგ შთამბეჭდავად ვეღარ თამაშობდნენ. 0:0 დაასრულეს შეხვედრა ბილბაოში,...









