„პარი სენ ჟერმენს’’ სავარაუდოდ თამაშს გადაუდებენ. ლაპარაკია „ნანტთან’’ შეხვედრაზე, რომელიც თავდაპირველი კალენდრის თანახმად ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის ორ მატჩს შორის უნდა გამართულიყო. მოგეხსენებათ, პსჟ-ს კენჭისყრამ ჩემპიონთა ლიგაში „ჩელსი’’ არგუნა, ლონდონელებთან ორ შეხვედრას შორის კი, 26-ე ტურში საფრანგეთის ჩემპიონს „პარკ დე პრენსზე’’ „იადონებისთვის’’ უნდა ემასპინძლა. პარიზელების პირველი დაპირისპირება „ჩელსისთან’’ 11 მარტს საფრანგეთის დედაქალაქში გაიმართება, ხოლო საპასუხო 17...
ჭდე: პარი სენ ჟერმენი
მონაკოს ცხრა წითელი
არ ცხრება ლაპარაკი „პარი სენ ჟერმენისა’’ და „მონაკოს’’ ჩემპიონთალიგურ შეხვედრაში მონაკოელი მამადუ კულიბალის გაძევების შესახებ. ცეცხლზე ნავთს ასხამს რომ სებასტიან პოკონიოლის გუნდიდან ფეხბურთელი ორრაუნდიანი დაპირისპირების პირველ რაუნდშიც გააგდეს. „ლუი მეორეზე’’ წითელი ბარათო რუსმა ალექსანდრ გოლოვინმა მიიღო. შედეგად, გამოვიდა, რომ „მონაკომ’’ დედაქალაქელებთან ორივე მატჩი კაცნაკლულმა დაამთავრა და ორივე შემთხვევაში გაძევებამ თამაშის მსვლელობა პარიზელთა სასარგებლოდ შეცვალა. რა...
კაცი, რომელიც კანკალებდა
ეს იყო ბრძოლით, რთულად მოპოვებული გამარჯვება. პსჟ მერვედფინალში გავიდა. პარიზელებმა კარგად ჩატარებული მეორე ტაიმისა და „მონაკოს’’ ფეხბურთელის მამადუ კულიბალის გულუბრყვილო შეცდომის, სამ წუთში მიღებული ორი ყვითელი ბარათის წყალობით მოიგეს. და მაინც, მასპინძლებს ბოლო წამამდე მოუწიათ ნერვიულობა. მათ მწვრთნელს ლუის ენრიკეს ემოციათა მთელი ქარიშხლის გადატანა მოუხდა. მატჩის შემდეგ ესპანელი ფეხბურთის სპეციალისტი პრეს-კონფერენციაზე ჟურნალისტებს ელაპარაკა. – თამაშის...
პსჟ მერვედფინალში ხვიჩას გოლით და წვალებით გავიდა
მთავარი საქმე გაკეთდა, „პარი სენ ჟერმენი’’ მერვედფინალშია, მაგრამ ასეთი თამაშით მომავალს მშვიდად ვერ უყურებ. ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფის ორივე შეხვედრაში პსჟ „მონაკოს’’ წინააღმდეგ იყო მძიმე, დუნე და არ ჰგავდა გუნდს, რომელმაც გასულ გათამაშებაში გაიმარჯვა. Footmercato იხსენებს, რომ „ლუი მეორეზე’’ პარიზელები 18 წუთის მერე უკვე 0:2-ს აგებდნენ და მხოლოდ დეზირე დუეს ჩინებულ თამაშს პლუს ალექსანდრ გოლოვინის...
გაურკვეველი მხოლოდ დემბელეს ამბავია
„მეცთან’’ შეხვედრის ბოლოს ხვიჩა კვარაცხელია ჩაიცუცქა. მასთან რამდენიმე თანაგუნდელი მივიდა. ქართველ გულშემატკივარს გულმა რეჩხი უყო: ხომ არ გაუმიზეზდა ქართული ფეხბურთის მთავარ ვარსკვლავს ერთი შეხედვით მოშუშებული ტრავმა? მაგრამ, „პარიზიენში’’ დღეს გამოქვეყნებული წერილიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ ხვიჩას პრობლემა არ აქვს და ის ოთხშაბათს „მონაკოსთან’’ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო შეხვედრაში ითამაშებს. ამის ნათელი დასტურია წერილის სათაურიც: „ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფის...
ქართველების ერთად ყოფნა… პარიზში
იმაში, რომ „პარი სენ ჟერმნმა’’ აუტსაიდერ „მეცს’’ შინ 3:0 მოუგო განსაკუთრებული არაფერია, მაგრამ ქართველი გულშემატკივრისთვის ეს იყო გამორჩეული შეხვედრა, რადგან საფრანგეთის ლიგა 1-ში 11 წუთის განმავლობაში მოედანზე ერთბაშად ოთხი თანამემამულე იხილა: მასპინძელთა მხრიდან ხვიჩა კვარაცხელია, ხოლო სტუმართა მხრიდან სამი გიორგი – წიტაიშვილი, აბუაშვილი და ქვილითაია. თავიდან მხოლოდ წიტაიშვილმა ითამაშა. 64-ე წუთზე მას კვარაცხელია დაემატა, შემდეგ...
გიორგების მეცს ხვიჩას პარი სენ ჟერმენის არ ეშინია
სამი ქართველი ფეხბურთელის, სამი გიორგის ― წიტაიშვილის, აბუაშვილისა და ქვილითაიას ― გუნდი „მეცი’’ ლიგა 1-ის ცხრილში ბოლო ადგილზეა და შაბათს „პარკ დე პრენსზე’’ „პარი სენ ჟერმენს’’ უნდა ესტუმროს. ბენუა ტავენოს შეგირდები უმძიმესი გამოწვევის წინაშე დგანან, მაგრამ როგორც ფრანგული პრესა წერს ყურების ჩამოყრას არ აპირებენ. ტავენო, „ბასტიას’’ ყოფილი თავკაცი, დარწმუნებულია, რომ გუნდი ჯერ კიდევ შეიძლება გადარჩეს,...
კვარას რვა მცდელობა
ორბურთიანი ჩამორჩენის მიუხედავად „პარი სენ ჟერმენმა’’ მონაკოში 3:2 მოიგო. ეს იყო ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფის პირველი შეხვედრა, რომელიც ლუი მეორის სახელობის სტადიონზე გაიმართა და რომელშიც ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანზე 69 წუთი დაჰყო. პარიზელთა მთავარი გმირი რასაკვირველია დეზირე დუე გახლდათ. ის მოედანზე 27-ე წუთზე ოსმან დემბელეს ნაცვლად შევიდა და შესვენებამდე ერთი თვითონ გაიტანა, ხოლო მეორე აშრაფ ჰაკიმის გაატანინა....
ლუის ენრიკე: იქნებ მეკარის გარეშე ვითამაშო
„მონაკოსთან’’ ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფის პირველი მატჩის წინ „პარი სენ ჟერმენის’’ მწვრთნელს ლუის ენრიკეს არ აშფოთებს ოსმან დემბელეს კომენტარი, რომელიც 2025 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა რენში წაგების შემდეგ გააკეთა. მას პსჟ-ს თამაშის ხარისხი აინტერესებს. ესპანელმა მატჩისწინა პრეს-კონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს გასცა პასუხი. – პსჟ-ს ჰყავს აშრაფ ჰაკიმი და ნუნუ მენდეში, ძალიან აქტიური განაპირა მცველები. ამით თქვენი გუნდი...
პარი სენ ჟერმენს ისევ ხილი ერგო
უეფამ ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფის ეტაპზე „პარი სენ ჟერმენისა’’ და „მონაკოს’’ პირველი შეხვედრის მსაჯად 43 წლის ესპანელი ხესუს ხილ მანსანო დანიშნა. მანსანოს ასისტენტებიც ესპანელები იქნებიან. შეხვედრა სამშაბათს, 17 თებერვალს მონაკოში „სტად ლუი მეორეზე’’ გაიმართება. სტატისტიკა ამბობს, რომ ეს არბიტრი უკვე პსჟ-ს მეექვსე თამაშს მოემსახურება. პირველად მისი და პარზელთა გზები 2021 წელს გადაიკვეთა, ხოლო ბოლოს ხილ მანსანომ...









