ბრაზილიელი არტურ მელო ტურინშია. მან სამედიცინო შემოწმება უნდა გაიაროს და „იუვენტუსთან” კონტრაქტს მოაწეროს ხელი. 23 წლის ნახევარმცველი იტალიის ჩემპიონ გუნდში ხუთ სეზონს დაჰყოფს და წელიწადში 7 მილიონ ევროს მიიღებს. მისი ტრანსფერის შემადგენელი ნაწილი 30 წლის ბოსნიელი მირალემ პიანიჩის საპირისპირო მიმართულებით, „ბებერი ქალბატონიდან” „ბარსაში” გადაბარგებაა. ფეხბურთელს, რომელმაც იტალიისკენ გაფრენის წინ, როგორც ბარსელონელმა, ვიგოში, „სელტას” წინააღმდეგ ითამაშა,...
