თელ ავივის გრანდ სლემის დასკვნით, მესამე დღეს ბექა ღვინიაშვილმა საქართველოს დელეგაციას კიდევ ერთი მედალი შემატა. ხარისხი მაღალი – ბექამ ისრაელში იჩემპიონა. ოქროსკენ მიმავალ გზას 90 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოჭიდავე ღვინიაშვილი ბულგარელი ივაილო ივანოვის დაიპონებით შეუყვა, ვისაც უკრაინელი არტიომ ბაბირი, მონღოლი ალტანბაგანა განტულგა და აზერბაიჯანელი მამადალი მეჰდიევი მიაყოლა, რაც ფინალში გასვლის ტოლფასი იყო. ტიტულისთვის ჩვენებური უნგრელ...
ჭდე: ბექა ღვინიაშვილი
ილიას ოქრო იერუსალიმში
იერუსალიმის მასტერსის დასკვნითი დღე წარმატებული გამოდგა საქართველოს დელეგაციისთვის. ოქრო და ბრინჯაო – ასეთია ჩვენი მონაგარი. ისრაელში გაშლილი ტატამის ბოლო დღის ერთ-ერთი გმირი ილია სულამანიძეა (100 კგ.), ვინც ფინალში ნიდერლანდელი სემიონ კატერინა აშკარად დაჩაგრა, მუდმივად უტევდა, რასაც ნიდერლანდელი ვერაფრით პასუხობდა და მსაჯებმა სამი გაფრთხილებით მოხსნეს. ფინალამდე სულამანიძემ უნგრელი შომბორ ვეგი, აზერბაიჯანელი ელდარ გასიმოვი, ისრაელის წარმომადგენელი პეტერ...
ოქროს ბექა და მოვერცხლილი სოფო
აბუ დაბის გრანდ სლემის დასკვნით დღეს საქართველოს დელეგაციამ ორი მედალი მოიპოვა – ოქროსა და ვერცხლის. ვაჟთა შორის 90 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ბექა ღვინიაშვილი ფინალში ფრანგ ლორის ტისიეს დაეჭიდა და რამდენიე წამში ტატამზე ბეჭებით გააკრა. ფინალამდე ღვინიაშვილმა ვუგარ თალიბოვი, ავსტრიის სახელით მოჭიდავე ვაჰიდ ბორჩაშვილი, ბერძენი თეოდოროს ცელიდისი და სერბი ნემანია მაიდოვი მიყოლებით დაამარცხა. აბუ დაბის ძიუდოისტთა...
ზაგრებში ჰიმნი ღვინიაშვილმა ააჟღერა
ზაგრების გრან პრის მესამე დღეს ტატამზე ოთხი ქართველი ძიუდოისტი გავიდა და ოთხივეს მედლის შანსი ჰქონდა. 90 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოჭიდავე ბექა ღვინიაშვილმა ოქროს მედალი ირგუნა. ბექა საჩემპიონო გზას ჩეხი დავიდ კლამერტის ძლევით შეუყვა, რომელსაც ბერძენი თეოდოროს ცელიდისი, ფრანგი ფრანსის დამიესა და იაპონელი კენტა ნაგასავა მიყოლა. ღვინიაშვილმა ფინალში ბრაზილიელი რაფაელ მაჩედო დაამარცხა და ზაგრებში ქართული ჰიმნი...
გრიგალაშვილის ვერცხლი
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოსტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე, 81 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოჭიდავე ტატო გრიგალაშვილმა ფინალურ შეხვედრა ბელგიელ მატიას კასესთან, დამატებით დროში, იპონით წააგო და მხოლოდ ვერცლის მედალი ირგუნა. არადა, ჩვენებურმა ფინალამდე ჯერ სამხრეთკორეელი ძინ ლი მუნი დაამარცხა იპონით, შემდეგ შვედ რობინ პაცეკს ვაზარით აჯობა, მერვედფინალში ბერძენ ალექსიოს ნტანანციდისს 50 წამში მოუღო ბოლო, ხოლო ბელგიელ სამი...
ლაშა ბექაურმა ევროპა მოიგო
ლისაბონში დასრულებული ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი დღე მედლების მხრივ ხვავრიელი კი გამოდგა, მაგრამ უფრო მაღალი ხარისხის მედლებს ველოდით. საბოლოოდ, ოქროს, ორი ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალს დავჯერდით. 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ფინალში ერთმანეთს ლაშა ბექაური და ბექა ღვინიაშვილი შეხვდნენ. 20 წლის ბექაურმა დროის ამოწურვამდე 50 წამით ადრე სუფთა გამარჯვება მოიპოვა. ფინალამდე ბექაურმა ფრანგი ალექს მატიე, ებრაელი ლი კოჩმანი,...
ხვავი და ბარაქა ისრაელიდან!
თელ ავივში დასრულებული დიდი სლემის დასკვნითი დღე ხვავრიელი გამოდგა საქართველოს დელეგაციისთვის. ბოლო დღეს ჩვენებმა ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლაშა ბექაურმა ერთმანეთის მიყოლებით მოუგო ისრაელის წარმომადგენელ ბენ ტენებუამს, გერმანელ ტიმ შმიდტს, იტალიელ ნიკოლას მუნგაისა და სლოვაკ მილან რანდლის. შედეგად ბექაური ფინალში გავიდა და გაესპანელებულ ნიკოლოზ შერაზადიშვილს დაეტაკა, სადაც ოქრო...
მასტერსმა საქართველოდან 16 დათვალა
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ძიუდოისტები 2021 წლის პირველ მნიშვნელოვან ტურნირზე წარსდგებიან. ახალი სეზონი კი 11-13 იანვარს ყატარის დედაქალაქ დოჰაში დაიწყება. ეს იქნება მასტერსის ტურნირი, სადაც თითოეული წონითი კატეგორიის 36 საუკეთესო ძიუდოისტი იასპარეზებს. ახალი რეიტინგის შედეგად კი პრესტიჟულ შეჯიბრებაზე გამოსვლის უფლებას საქართველოდან 14 ვაჟი და 2 ქალი ძიუდოისტი მიიღებს. ვაჟებში – 60...
ოქრო, ვერცხლი, ბრინჯაო…
ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში მიმდინარე ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე მეორე საშეჯიბრო დღე საქართველოსთვის მშვენიერი გამოდგა. ტატამზე ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ), ლუკა მაისურაძე და ტატო გრიგალაშვილი (ორივე 81) გავიდნენ და სამივემ მედალი მოიპოვა – ყველამ სხვა და სხვა სინჯის. 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში ქართველთა გზა ნაადრევად რომ გადაიკვეთებოდა, ეს წინასწარ იყო ცნობილი. ორივე მათგანი პირველ წრეში ისვენებდა, სანამ...
ერთი კაციც და გავდივართ
19-21 ნოემბერს, პრაღაში, ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი გაიმართება. ცხადია, თუ კორონავირუსმა დაანება. საქმე ის არის, რომ ჩეხეთში 5 ნოემბრამდე საყოველთაო კარანტინია გამოცხადებული და რა იქნება შემდეგ, არავინ იცის. თუმცა, ჯერჯერობით, გრაფიკში ზის და პრაღაში 12 ქართველი ძიუდოისტი ჩავა. დელეგაცია თითქმის ცნობილია: ვაჟებში 9-დან 8 მონაწილე გარკვეულია, ქალებში – სამივე. ევროპის ჩემპიონატზე იჭიდავებენ: ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ),...








