თებერვლისთვის უჩვეულო დარში ბორჯღალოსნებმა ავჭალაში სეზონის მეორე გამარჯვება იზეიმეს და „რაგბი ევროპის“ 2024 წლის ჩემიონატის ა ჯგუფის სატურნირო ცხრილს სათავეში ჩაუდგნენ. საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ნიდერლანდებს 31:10 მოუგო, ერთის წილ 5 ლელო გაუტანა და ამის ხარჯზე პრემიალური ქულაც მიიღო. მიუხედავად ქართველთა დიდი უპირატესობისა, თამაშის პირველი და დასკვნითი ქულები სტუმრებმა მიითვალეს. მათ დებიუტშივე მოიპოვეს ჯარიმის შესრულების უფლება,...
ჭდე: აკა ტაბუცაძე
შავი ლომი ფინალშია!
მართალია, ქართული სარაგბო ფრენჩაიზის წარმატებაში ეჭვი ისედაც არავის ეპარებოდა, მაგრამ „შავი ლომის“ ესოდენ იოლი გამარჯვება მოსალოდნელი მაინც არ ყოფილა. „ავჭალის“ ბიბინა გაზონზე ერთი გუნდი თამაშობდა, მეორე კი მხოლოდ წინააღმდეგობის გაწევას ცდილობდა, თუმცა „შავი ლომისა“ და ესპანური „იბერიანსის“ დონეებს შორის მთელი უფსკრული იყო და ანგარიში ამ დიდი სხვაობის საუკეთესო საზომია – 41:0! „რაგბი ევროპის“ სუპერთასის ნახევარფინალში...
ჯგუფის ლიდერი თავსხმა წვიმაში…
„შავი ლომი“ ზედიზედ მესამე ევროპულ სუპერთასს უახლოვდება. პირველმა ქართულმა სარაგბო ფრენჩაიზმა ჯგუფური ტურნირი პირველ ადგილზე დაასრულა, რაც მას პლეი-ოფში საკუთარი მოედნის უპირატესობას ანიჭებს და ეს მომენტი არცთუ უმნიშვნელოა. ვინაიდან და რადგანაც ისრაელში ომია და ყველა სპორტული თუ სხვა სახის ღონისძიებები გაურკვეველი დროით გადაიდო, „თელ ავივ ჰითს“ ჯგუფური ტურნირის დასკვნითი მატჩის გამართვა სხვაგან მოუხდა. ამისთვის შეირჩა...
შავმა ლომმა ესპანელი იბერიელები ბონუსით დაამარცხა
„შავმა ლომმა“ მესამე სასუპერთასო კამპანია სოლიდური გამარჯვებით დაიწყო – ესპანური „იბერიანსი“ ბონუსით, 39:19 დაამარცხა. პირველ ქართულ პროფესიულ სარაგბო ფრენჩაიზს კვლავაც ლევან მაისაშვილი ხელმძღვანელობს და ეს მიუხდავად იმისა, რომ მსოფლიო თასის მერე ქართველმა სპეციალისტმა როგორც ნაკრების, ისე „შავი ლომის“ დამრიგებლის პოსტი დატოვა. თუმცა, ვიდრე რაგბის კავშირის ხელმძღვანელობა ბორჯღალოსნებს ახალ მწვრთნელს მოუძებნის, გადაწყდა, რომ „შავ ლომს“ დროებით...
ბრძოლის ველზე დაცემული მეომრებივით…
ეს იმ შემთხვევათაგანია, როცა დამარცხებულების გასაკრიტიკებლად ენა ვერავის მოუბრუნდება. აბა, როგორ შეიძლება აუგის თქმა გუნდზე, რომელმაც ობიექტურად რამდენადმე ძლიერ მეტოქეს თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში ამარცხებს, თამაშის დასაწყისშივე ორ მორაგბეს ტრავმის გამო კარგავს, მერე მათ სხვებიც ემატებიან, და გუნდი მაინც იბრძვის, ომობს, ბიჭები თავგანწირვით იცავენ თავს და შეტევებშიც მრისხანედ გამოიყურებიან, მაგრამ თამაშის ბოლო მეოთხედს დათმობენ და...
აკა-შოუ საკმარისი არ იყო
მსვლელობისას რამდენიმე წამყვანმა მოთამაშ„შავმა ლომმა“ თავისი სამხრეთამერიკული ტურნეს მეოთხე მატჩი „სუდამერიკანა XV“-თან 24:28 წააგო და მისი მოგზაურობის ჯამური ანგარიშიც გათანაბრდა – 2:2. ცხადია, მარცხი ყოველთვის უსიამოვნოა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ ტურნეს ყველა მატჩი ამხანაგურ ხასიათს ატარებს და ეს სწორედ ის შემთხვევაა, როცა მწვრთნელებს ექსპერიმენტების არ ეშინიათ. ასე მოხდა ამჯერადაც, ოღონდ ლევან მაისაშვილს ამ ექსპერიმენტების...
შავმა ლომმა ჩილელებიც დაამარცხა
„შავმა ლომმა“ სამხრეთამერიკული ტურნეს მეორე მატჩში ჩილეს „სილკნემს“ 33:30 მოუგო და უკვე ანგარიშიდანაც შეიძლება დასკვნის გამოტანა, რომ ეს მატჩი სულ სხვა ხასიათის იყო, ვიდრე ერთი კვირის წინ არგენტინულ ფრენჩაიზთან. ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან ჩილეურ ფრენჩაიზში 17 მოთამაშე იყო იმ შემადგენლობიდან, რომელმაც ამ ქვეყნის ნაკრებს აშშ-ის ეროვნული გუნდი დაამარცხებინა და მსოფლიო თასის საგზური მოიპოვა. ეს გარემოება...
როცა გინდა, სადაც გინდა!
სწორედ ასეთი პათოსი ქონდა ბორჯღალოსნების გუშინდელ გამარჯვებას! „რაგბი ევროპამ“ მიზნად თავისი ეგიდით ჩატარებული ტურნირის გადახალისება საქართველოს ნაკრების საჩემპიონო ტახტიდან ჩაჩოჩება დაისახა და რა აღარ იღონა ამისთვის. ტოპ ექვსეული ოქტეტად გადააკეთა, რომელიც ორად გაყო, წრიულად ათამაშა და პლეი-ოფებიც დაუნიშნა – ასე ხომ უფრო მაღალი ხდებოდა იმის ალბათობა, რომ ბორჯღალოსნების ერთ წაბორძიკებას ჩემპიონის ცვლილება გამოეწვია?! ეს არ...
ესპანეთში, მგლებზე სანადიროდ
კვირას, თბილისის დროით 23 საათზე, ესპანეთის ქალაქ ბადახოსში ფრანგი რეფერი ლუდოვიკ კეირი სასტვენს ჩაბერავს, რაც იმის მანიშნებელი იქნება, რომ დაიწყო „რაგბი ევროპის“ 2023 წლის ჩემპიონატის ფინალური მატჩი. ევროპაში ფინალები მხოლოდ სარაგბო საკლუბო ევროტურნირებზე იმართება, მაგრამ 19 მარტის შემდეგ ევროპის ჩემპიონატიც ამ მარაქაში გაერევა. აქამდე, ანუ 2000-დან 2022 წლის ჩათვლით ევროპული რაგბის მეორე ეშელონი პირველის მსგავსად,...
ლელოთცვენა ავჭალაში
ეს იყო ნამდვილი სარაგბო დღესასწაული! და არა მხოლოდ სარაგბო, რადგან რეფერის საფინალო სასტვენის შემდეგ, როცა ლუკა მატკავამ თავისი მეათე ზუსტი გარდასახვით საქართველოსა და გერმანიის მორაგბეთა ნაკრებების მატჩს წერტილი დაუსვა და საბოლოო ანგარიში – 75:12 დააფიქსირა, აშკარად გამოჩნდა, რომ მინდორზე კიდევ რაღაც საინტერესო უნდა მომხდარიყო. მოლოდინი ძალზე გულისამაჩუყებელი მოვლენით დაგვირგვინდა: ყველაზე ტანმაღალმა ბორჯღალოსანმა ნოდარ ჭეიშვილმა თანაგუნდელებისგან...









