მიყვარს ზამთრის ოლიმპიადა. საოცარი ხიბლი აქვს. ზიხარ ტელევიზორთან კომფორტულად, მიირთმევ ყავას და მთელი მსოფლიოდან თავმოყრილი საუკეთესო გოგო-ბიჭების შესრულებულ ილეთებს უყურებ: ან საიდან ხტებიან, ან როგორ ბზრიალებენ, ან რა სისწრაფით მოქრიან… მაგრამ, თუ მიაქციეთ ყურადღება, რომ პიონგჩანგში შეჯიბრებებს ცოტა ხალხი ესწრება? ალბათ იმიტომ, რომ ცივა; ალბათ იმიტომ, რომ კორეელებს ზამთრის სპორტი ევროპელებივით არ უყვართ; ალბათ იმიტომ,...
Author: ილია ბაბუნაშვილი (ილია ბაბუნაშვილი)
ასეთი დამამახსოვრდა
ორშაბათი, 19 იანვარი, სტამბოლის აეროპორტის მოსაცდელი დარბაზი. საქართველოს დელეგაცია ბრიუსელიდან ბრუნდება. აქ, ყოფილ კონსტანტინეპოლში თვითმფრინავს ვიცვლით – თბილისისკენ მიმავალ მგზავრებს ორ საათში მიგვიწვევენ ჩასასხდომად, მანამდე კი დროს ვკლავთ. ნოდარ ახალკაცს სიარული უჭირს, ხელჯოხს ეყრდნობა, ფეხზე დიდხანს ვერ ძლებს. იგი ბარგთან სკამზე ჩამოჯდა. დანარჩენებმა გავიარ-გამოვიარეთ. ერთი ხნის შემდეგ სკამთან ვბრუნდები. მეც ჩამოვჯექი. მარტონი ვართ, ჩუმად ვსხედვართ....
დიდი მეათე ნომერი
…მერე იყო 9 აპრილი, ომი, შიმშილი და სიბნელე. თბილისური კორპუსების წინ, კოცონებს შემორტყმული ადამიანები ზამთრის ცივ და მკვდარ საღამოებს მიაშტერდებოდნენ და ლაპარაკობდნენ, ლაპარაკობდნენ… …ის დაუცხრილავთ… მერე მის ძმაკაცებს მკვლელი აუფეთქებიათ… იმის მეზობელი კაიფში გაპარულა… ამის ბიძაშვილი იმის საძმოშია, უკვე სამი „ტრუპი აქვს აკიდებული”… პურის რიგში ვიღაცამ ვიღაცას დაახალა… და გადამალა გონებამ ის, რაც ადრე უმთავრესი...
ორი წამი და მთავარი
თბილისის „დინამოს“ უფროსი მწვრთნელი ნოდარ ახალკაცი: „მანუჩარ მაჩაიძის დარი კიდევ ერთი ნახევარმცველი რომ მომცა, ჩვენს გუნდს წინ ნამდვილად ვერაფერი დაუდგებოდა“. იტალიური საფეხბურთო კლუბის „ნაპოლის“ მწვრთნელები: „რაოდენ ბედნიერნი ხართ ქართველები, რომ გყავთ ისეთი უნივერსალური და უნიკალური ნახევარმცველი, საერთაშორისო კლასის ისეთი ბრწყინვალე დიდოსტატი, როგორიც არის „დინამოს“ კაპიტანი მანუჩარ მაჩაიძე. ჩვენი ხანგრძლივი საფეხბურთო პრაქტიკის მანძილზე იშვიათად შეგვხვედრია ისოდენ...
ვიცოდი, რომ გაიტანდა
კაცმა ყველაფერი უნდა ჩაიწეროს. ყოველი დღე ერთი სიტყვით მაინც უნდა შევიდეს ბლოკნოტში, რადგან მერე გავა წლები, დაგჭირდება ოდესღაც ნანახის, გაგონილის თუ თავს გადახდენილის ზუსტად გახსენება. დაგჭირდება, მაგრამ… ვერაფრით ვიგონებ რომელი წელი იყო, ან ვის ხვდებოდა იმ დღეს „დინამო“. იქნებოდა ასე 1979, 1980 ან 1981. მეტოქეც რაღაც ისეთი იყო, არც ძალიან ძლიერი და არც ძალიან სუსტი,...




