ევროპა და მეოთხედფინალები

ევროპა და მეოთხედფინალები

მსოფლიოს ჩემპიონატზე ევროპული გუნდების დომინაციაა. 1986 წლის შემდეგ მეექვსედ მეოთხედფინალში სულ მცირე ექვსი ევროპული ნაკრები გავიდა: საფრანგეთი, ესპანეთი, ბელგია, ნორვეგია, ინგლისი და შვეიცარია. სხვა კონტინენტებიდან შეჯიბრებას არგენტინა და მაროკო შემორჩნენ.

გადავხედოთ ისტორიას. ზემოაღნიშნული ექვსი შემთხვევის ამბავი ასეა: 2022 წელს მეოთხედფინალში მხოლოდ ხუთი უეფას წევრი ქვეყანა თამაშობდა, 2018 წელს კი ახლანდელივით ექვსი – საფრანგეთი, ხორვატია, ბელგია, ინგლისი, რუსეთი და შვედეთი. ექვსი ევროპელი მეოთხედფინალისტი იყო 2006 წელსაც: იტალია, საფრანგეთი, გერმანია, პორტუგალია, უკრაინა და ინგლისი. ასეთივე ვითარება იყო 1998 წელს, ხოლო 1994 და 1990 წლების მუნდიალებზე რვიდან შვიდი გუნდი იყო „ბებერი კონტინენტიდან“.

როგორ აიხსნება ეს? „პარიზიენი“ წერს, რომ გარდა სუფთა სპორტული მხარისა აქ ის მომენტიც თამაშობს, რომ უეფას მუნდიალზე ყველაზე მეტი, 16 წარმომადგენელი ჰყავს. აფრიკის კონფედერაციიდან მსოფლიოს ჩემპიონატში 10 ქვეყანა მონაწილეობს, აზიიდან – 9, კონკაკაფიდან და სამხრეთ ამერიკიდან კი – 6. ყველაზე ცოტა, ერთი წარმომადგენელი ჰყავს ოკეანიას. ეს გუნდი გახლავთ ახალი ზელანდია.

მერვედფინალს მხოლოდ ერთი ევროპული გუნდი გამოაკლდა და ისიც იმიტომ, რომ მისი მეტოქე ასევე ევროპული გუნდი იყო: პორტუგალია ესპანეთმა გამოთიშა.

ერთადერთი ევროპული გუნდი, რომელსაც მეთექვსმეტედფინალში სხვა კონტინენტის წარმომადგენლის დასამარცხებლად დამატებითი დრო და პენალტები დასჭირდა გახლავთ შვეიცარია. ის კოლუმბიას ეთამაშებოდა. დანარჩენებმა საქმე ძირითად დროში მოათავეს.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.