საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ბურჯი ბაჩუკი ჭუმბაძე ინგლისის პრემიერშიპის რეგულარული სეზონის ბოლო ტურში თავის „ექსეტერს“ ლონდონის „სარასენსის“ ძლევაში დაეხმარა – 32:12. „ბელადებმა ბონუსიც მიითვალეს და 65 ქულით ტურნირი მესამე ადგილზე დაასრულეს.
ჭუმბაძე „ექსეტერის“ მარქაფაში იყო და დასკვნითი 18 წუთი ითამაშა, ხოლო ჯამურად ისე გამოვიდა, რომ ბაჩუკიმ მთელი ჩემპიონატის მხოლოდ ერთი მატჩი გამოტოვა, რაც დებიუტანტობის კვალობაზე ჩინებული მიღწევაა.
„ექსეტერი“ ნახევარფინალში გავიდა, სადაც მოქმედ ჩემპიონ „ბათს“ სტუმრად შაბათს, 13 ივნისს დაუპირისპირდება. პირველი ნახევარფინალი პარასკევს, 12 ივნისს შედგება: რეგულარულის გამარჯვებული „ნორთჰემპტონი“ „ლესტერს“ უმასპინძლებს. პრემიერშიპის აუტსაიდერი „ნიუკასლი“ კი ჩემპიონშიპში გამარჯვებულ „ვუსტერს“ დაუპირისპირდება და ამ ჯახში მოგებული მომავალ სეზონს პრემიერშიპში გაატარებს.

ავტორის პროფილი
- სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.
უახლესი პოსტები
სიახლეები07/06/2026 | 19:29ალანია – ჩემპიონი
სიახლეები07/06/2026 | 15:51ჭუმბაძე ნახევარფინალშია
სიახლეები05/06/2026 | 13:59ფინალი: ალანია vs ჯალაღონია
სიახლეები01/06/2026 | 14:40მელიქიძე ქართველებში გალიდერდა
