ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილმა მწვრთნელმა იური სიომინმა 2025-2026 წლების ჩემპიონთა ლიგის სეზონის მთავარი ფავორიტი დაასახელა. შეგახსენებთ, რომ ნახევარფინალში: პსჟ, „ბაიერნი“, „არსენალი“ და მადრიდის „ატლეტიკო“ გავიდნენ.
„თებერვალში ვთქვი, რომ პსჟ ფიზიკურად საუკეთესოდ გამოიყურებოდა, რადგან ისინი აუცილებლად მოიგებდნენ საფრანგეთის ჩემპიონატს მაქსიმალური ძალისხმევის გარეშე. ენრიკემ თავის 20-ვე მოთამაშეს დაახლოებით თანაბარი დატვირთვა მისცა. ისინი ისეთი სტრესულები არ იყვნენ, როგორც პრემიერლიგის და ლა ლიგის გუნდები.
ენრიკემ ეს სპეციალურად გააკეთა იმისთვის, რომ მაისისთვის გუნდი უმაღლეს დონეზე ყოფილიყო მზად. დღეს ამას ვხედავთ. არსენალი ძლიერია, მაგრამ ეს სხვა არსენალია. ჩემი აზრით, პსჟ ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტია“, – ამბობს ხვიჩას ყოფილი მწვრთნელი.
ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
სიახლეები27/05/2026 | 13:47შმეიხელი მხარმა გააჩერა
სიახლეები26/05/2026 | 21:25ტორპედომ და იბერიამ დაძაბეს
კატეგორიის გარეშე16/04/2026 | 16:09მბაპე 70
კატეგორიის გარეშე16/04/2026 | 16:04ხვიჩა მოიგებს