ხვიჩასთავის კარგად დაცდილი მსაჯი

Home კატეგორიის გარეშე ხვიჩასთავის კარგად დაცდილი მსაჯი
ხვიჩასთავის კარგად დაცდილი მსაჯი

„ლივერპულისა’’ და „პარი სენ ჟერმენის’’ შეხვედრის მსაჯად იტალიელი მაურიციო მარიანი დანიშნეს.

მარიანი 44 წლისაა. მას ჩემპიონთა ლიგაში 17-მატჩიანი გამოცდილება აქვს, რომელთაგან ექვსს ის მიმდინარე სეზონში გაუძღვა. მან იმსაჯა ჯგუფურ ეტაპზე „ლივერპულისა’’ და „ატლეტიკოს’’ მატჩი (3:2). ის იყო აგრეთვე მიუნხენში „ბაიერნისა’’ და პსჟ-ს შეხვედრის (1:2) არბიტრი. ეს ის თამაშია, რომელშიც რომაელმა მსაჯმა არშაფ ჰაკიმის წინააღმდეგ უხეშობისთვის ლუის დიასი გააძევა.

გასულ სეზონში მარიანი გაუძღვა „პარი სენ ჟერმენისა’’ და „ასტონ ვილას’’ მეოთხედფინალური შეხვედრას (3:1), რომელშიც ხვიჩა კვარაცხელიამ საუცხოო გოლი გაიტანა.

იმავე წელიწადს მან საყოველთაო ყურადღება მიიპყრო როდესაც „მონაკოსა’’ და „ბენფიკას’’ შეხვედრაში  მონაკოელი მოტასემ ალ-მუსრატი მოედნიდან გააგდო. მიზეზი: უხეში თამაშის გამო მან ჟესტით მოწინააღმდეგის გაგდება მოითხოვა.

მიმდინარე სეზონი მარიანისთვის რთულია. ადრეულ შემოდგომაზე იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ ის მცირე ხნით სერია A-დან მოკვეთა, რადგან „ნაპოლისა’’ და „ინტერის’’ (3:1) მატჩში შეცდა – როდესაც ჰენრიკ მხითარიანი ჯოვანი დი ლორენცოს საჯარიმოში ოდნავ შეეხო და ნეაპოლელი წაიქცა, თერთმეტმეტრიანი დანიშნა. მაშინ იტალიურმა მედიამ მარიანი მკაცრად გააკრიტიკა. Corriere dello Sport-მა დაწერა, რომ რომაელი არბიტრი ქვეყნის ფეხბურთში ერთ-ერთ ყველაზე წინააღმდეგობრივ ფიგურად რჩება, მაგრამ ფიფამ ის მსოფლიოს ჩემპიონატზე მიიწვია.

„ლივერპულისა’’ და პსჟ-ს შეხვედრაში თანამსაჯები იქნებიან იტალიელები დანიელე ბინდონი და ალბერტო ტეგონი, მეოთხე მსაჯად კი მატეო მარკეტი დადგება. VAR-ს მიხედავენ მარკო დი ბელო და ალესანდრო დი პაოლო.

„პარიზიენი’’ მსაჯობის თემას განავრცობს და წერს, რომ ერთი კვირის წინ, მეოთხედფინალის პირველ შეხვედრაში მსაჯებმა ორი საკამათო გადაწყვეტილება მიიღეს: პსჟ-ს სასარგებლოდ ორი პენალტი არ დანიშნეს.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.