ქვემოთ თანდართული ვიდეო შეგიძლიათ 2 წუთისა და 40 წამის მერე ჩართოთ… ნუ, თუ ძალიან გიყვართ არგენტინული ფეხბურთი, მაშინ თავიდან უყურეთ. ეს გახლავთ „ურაკანისა” და „ესტუდიანტესის” შეხვედრის მიმოხილვა. თამაში მოიგო „უარაკანმა” 1:0 და ცხრილში მეხუთე ადგილზე აინაცვლა.
რასაკვირველია, ინფორმაციას ამ მატჩის შესახებ იმიტომ არ გაწვდით, რომ არგენტინის პირველობის მორიგი ტურის ამბები გავარჩიოთ. შეხვედრამ მთელი მსოფლიოს ყურადღება იმით მიიპყრო, რომ მეორე ტაიმის შუაში სტადიონზე შუქი ჩაქრა. ფეხბურთელები და მაყურებლები 20 წუთის განმავლობაში ელოდებოდნენ პროჟექტორების ანთებას და, როგორც მოგახსენეთ, მერე საქმე ბოლომდეც მიიყვანეს.
ბოლო დროს, ბუენოს აირესში, 90-იანი წლების თბილისივით, მთელი უბნების ჩაბნელება ჩვეულებრივი ამბავი გახდა. მიზეზად ზაფხულის სიცხეს ასახელებენ. თურმე, არგენტინელებს ცხელი თებერვალი უდგათ, ტემპერატურა 34 გრადუსამდე ადის, რისი გაძლებაც მაღალი ტენიანობის პირობებში ძნელია და მოსახლეობამ კონდიციონერები ჩართო, ამას კი დედაქალაქის ენერგოსისტემამ ვეღარ გაუძლო.
არგენტინის პოლიციის ცნობით, იმ წუთებში, როდესაც ქალაქში ელექტროენერგია ირთვება, მკვეთრად მატულობს კრიმინალი.
მთავრობამ, ბუენოს აირესელთათვის დენის ტარიფის 25 პროცენტიანი გაძვირება გამოაცხადა.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე17/04/2026 | 18:09ერთი დღის ორი ოქრო
კატეგორიის გარეშე17/04/2026 | 15:15საქართველო ესპანელს ჩაბარდა
კატეგორიის გარეშე09/04/2026 | 17:23საქართველო მსოფლიო თასის ფლეი ოფშია
დავთარი25/03/2026 | 21:25ახალი კაპიტანი
