ფიფამ უკან დაიხია. მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩებზე დასასწრები ბილეთების ფასმა გულშემატკივარი მსოფლიოს ყველა ქვეყანაში აღაშფოთა, რის გამოც ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ შემხვედრი ნაბიჯის გადადგმა გადაწყვიტა. ჯანი ინფანტინომ და მისმა თანამშრომლებმა გამოაცხადეს, რომ მუნდიალის მონაწილე ქვეყნების ქომაგთათვის შექმნიან ბილეთების ახალ კატეგორიას, რომელსაც „გულშემატკივართა საბაზო ტრიბუნას’’ დაარქმევენ. ამ კატეგორიის ბილეთის შეძენა შეჯიბრების 104-ვე შეხვედრაზე შესაძლებელი იქნება 60 დოლარად. ბილეთის მფლობელების ვიანობა შემთხვევითი შერჩევის მეთოდით გაირკვევა.
ფიფას განცხადებაში წერია: „ეს ინიციატივა მთელი ტურნირის განმავლობაში თავიანთი გუნდების მხარდაჭერის მსურველი გულშემატკივრის დახმარებას ემსახურება’’.
ბილეთის მფლობელთა შერჩევის ტექნიკურ მხარეს ყველა ქვეყნის ფედერაცია თავად განსაზღვრავს. ფიფა მათ მოუწოდებს, შეეცადონ უპირატესობა მაინც თავგადაკლულ გულშემატკივრებს მიანიჭონ. მაგალითად, საქმეში ფანკლუბები ჩართონ.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას მსოფლიოს აღშფოთების ტალღამ გადაუარა. ევროპის ფეხბურთის გულშემატკივართა ასოციაციამ დათვალა, რომ რიგითი გულშემატკივრისთვის ნაკრებთან ერთად ვოიაჟი 2026 წლის მუნდიალზე სულ მცირე ექვსჯერ უფრო ძვირი იქნება, ვიდრე 2022 წელს იყო.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები02/06/2026 | 08:26ირანი შოლოიცკვინტლეში მიდის
აქეთურ-იქითური02/06/2026 | 07:08პარიზელები მარჯვენა გარემარბს მიადგნენ
აქეთურ-იქითური01/06/2026 | 08:41Maxifoot: შეძლებს დემბელე ოქროს ბურთის ზედიზედ მეორედ მოპოვებას?
მთავარი ამბავი01/06/2026 | 07:20კვარა და ხუთი პარიზელი
