რა უნდა გამოასწოროს ლივერპულმა

Home აქეთურ-იქითური რა უნდა გამოასწოროს ლივერპულმა
რა უნდა გამოასწოროს ლივერპულმა

MANCHESTER, ENGLAND - Sunday, November 9, 2025: Liverpool's Florian Wirtz reacts to his side conceeding the third goal during the FA Premier League match between Manchester City FC and Liverpool FC at the City of Manchester Stadium. (Photo by David Rawcliffe/Propaganda)ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე „ლივერპულმა’’ ფული არ დაიშურა, მაგრამ ბოლო 10 შეხვედრიდან 7 წააგო და ბევრი რამ გამოსასწორებელი აქვს. ცუდი შედეგი ცუდ შედეგს მოსდევს. ასე მაგალითად 2012 წლის მერე გუნდი პირველად დამარცხდა ზედიზედ ოთხ სტუმრად ჩატარებულ შეხვედრაში. სტატისტიკოსებს მერსისაიდელთა გულშემატკივრებისთვის უსიამოვნო სხვა ფაქტების მოყვანაც შეუძლიათ, საიტი thisisanfield კი ასახელებს 15 პუნქტს, რომელთაც არნე სლოტმა სასწრაფოდ უნდა მიხედოს და რომელთა ჩვენთვის საინტერესო უმეტესობას ქვემოთ გთავაზობთ.

  1. ფიზიკური ორთაბრძოლების მოგება

LIVERPOOL, ENGLAND - NOVEMBER 04: Dominik Szoboszlai of Liverpool gestures during the UEFA Champions League 2025/26 League Phase MD4 match between Liverpool FC and Real Madrid C.F. at Anfield on November 04, 2025 in Liverpool, England. (Photo by Justin Setterfield - UEFA/UEFA via Getty Images)სლოტი გასული საჩემპიონო სეზონის შემდეგ ამბობდა, რომ მისი გუნდის წარმატების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მოგებული ორთაბრძოლები იყო. წლეულს სტატისტიკა გვაჩვენებს, რომ ბოლო 10 შეხვედრიდან მისმა ფეხბურთელებმა ექვსში ფიზიკური ორთაბრძოლები წააგეს.

  1. პირველი გოლის გაშვება

LIVERPOOL, ENGLAND - Sunday, October 19, 2025: Liverpool's Curtis Jones, Federico Chiesa and Virgil van Dijk celebrate their side's equalising goal scored by Cody Gakpo during the FA Premier League match between Liverpool FC and Manchester United FC at Anfield. Man Utd won 2-1. (Photo by David Rawcliffe/Propaganda)„ლივერპულმა’’ ბოლო 10 შეხვედრიდან რვაში პირველმა გაუშვა გოლი, თამაშის შემოტრიალება მხოლოდ ფრანკფურტში შეძლო. ჩამორჩენის გამოსასწორებლად სლოტს თავდაპირველი ტაქტიკის ანუ შემადგენლობის შეცვლა და დამატებითი ენერგიის მოძიება სჭირდებოდა, რაც ლოგიკურად კარგს არაფერს მოიტანდა.

  1. ახალწვეულებს დრო სჭირდებათ

LONDON, ENGLAND - Saturday, September 27, 2025: Liverpool's Alexander Isak reacts to the challenge by Crystal Palace's goalkeeper Dean Henderson during the FA Premier League match between Crystal Palace FC and Liverpool FC at Selhurst Park. (Photo by David Rawcliffe/Propaganda)გასულ კვირაში გამოჩნდა, რომ სლოტი ენდი რობერტსონს დაუბრუნდა, მილოშ კერკეზი კი დაასვენა, მას დრო სჭირდება. თავის დროზე შოტლანდიელსაც სჭირდებოდა დრო ადაპტაციისთვის. მწვრთნელს არ უნდა მოერიდოს ახალწვეულების სკამზე დასმა. ეს მათთვისვე იქნება კარგი.

  1. დაეხმარეთ დიმინიკ სობოსლაის

ხშირად სობოსლაი თავის და სხვის სარბენს ერთად დარბის. მის გარეშე საშინელება იქნებოდა, მაგრამ დროა უნგრელს სხვებიც ამოუდგნენ მხარში.

  1. საჭიროა სტაბილურობა

„რეალთან’’ კარგ თამაშს მოჰყვა ცუდი თამაში „მანჩესტერ სიტისთან’’, არადა ტიტულს სტაბილური გუნდები იგებენ.

  1. „მეორე ბურთების’’ მოგება

ესეც ზემოთ ხსენებული ფიზიკური მომზადების ნაწილია, მაგრამ ცალკე აღნიშვნას იმსახურებს. ვირჯილ ვან დაიკისა და იბრაჰიმ კონატეს პატრონი „ლივერპული’’ ჰაერში ძლიერია და ეგრეთწოდებულ „პირველ ბურთებს’’ ხშირად იგებს, მაგრამ „მეორე ბურთებს’’ ანუ საჰაერო ორთაბრძოლის მერე მოედანზე დავარდნილი ბურთისთვის ბრძოლას აგებს, რაც მეტოქეს აძლევს უპირატესობას.

  1. ფლორიან ვირცის შექმნილ მომენტებს რეალიზაცია უნდა

გერმანელს თავიდან გაუჭირდა, რაც თავადაც აღიარა. მას საგოლე მოქმედებები ცოტა აქვს, მაგრამ მაინც გვარიანად ბევრ მომენტს ქმნის და დროა თანაგუნდელებმა მისი პასებით ისარგებლონ.

  1. მიეცით ფედერიკო კიეზას მეტი დრო

აშკარაა, რომ მნიშვნელოვანი წვლილის მიუხედავად ჰოლანდიელი მწვრთნელი იტალიელს არ ენდობა. პრიორიტეტული შემადგენლობის ერთგულებასა და მოწადინებული კაცის დაფასებას შორის ბალანსის პოვნაა საჭირო.

  1. სტანდარტულები

პრემიერლიგის 11 ტურში „წითლებმა’’ 8 გოლი სტანდარტულებიდან გაუშვეს. მერსისაიდელები ვერც სტანდარტულებიდან გატანით დაიკვეხნიან.

  1. ათამაშეთ ალექსანდერ ისაკი

რთული, წინააღმდეგობრივი ზაფხულის შემდეგ ისაკი ფიზიკურად არ არის ფორმაში. „ლივერპულმა’’ მისი ძველებურად ათამაშება უნდა შეძლოს და თუ შვედი ჯადოქრობას დაუბრუნდება, სხვებსაც აიყოლებს.

  1. შანსების გამოყენება

FotMob-ის დათვლით პრემიერლიგის გუნდებიდან ყველაზე მეტი მომენტი „ლივერპულმა’’ გააფუჭა.

  1. მკაფიო გეგმა

აუცილებელია მკაფიო გეგმა, თუ როგორ უნდა განვითარდეს გუნდი. მაგალითად, განაპირა მცველებიდან რომელი და როგორ უნდა მოქმედებდეს „მაღალი პრესინგის’’ დროს. უნდა შედიოდეს თუ არა მო სალაჰი ცენტრში უფრო ხშირად. მარცხნივ ვირტცია უპირატესი თუ გაკპო. სობოსლაი ნახევარმცველია თუ არა.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.