საბა უდინელი…

Home კატეგორიის გარეშე საბა უდინელი…
საბა უდინელი…

საბა გოგლიჩიძე იტალიური „უდინეზეს“ ფეხბურთელია – საქართველოს ნაკრების მცველმა ახალ კლუბთან კონტრაქტი 2030 წლამდე გააფორმა.

„ძალა, სისწრაფე და ხასიათი“, – ამ სიტყვებით დაახასიათა კლუბის ოფიციალურმა გვერდმა ახალგაზდა ქართველი მცველი – „საბა გოგლიჩიძე „უდინეზეს“ ახალი ფეხბურთელია, მან კლუბთან ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ის თანამედროვე მცველია, შესანიშნავი ფიზიკური მონაცემებით, ამავდროულად, ტექნიკური და სწრაფია.

გოგლიჩიძე 2024 წლის იანვარში „ემპოლიში“ გადავიდა, რომლის შემადგენლობაში სერია A-ში 33 მატჩი ჩაატარა, იტალიის თასზე კი სამჯერ ითამაშა“, – წერენ იტალიელები.

 

 

ავტორის პროფილი

ირაკლი ნინიძე
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...