დევიდ ბექემი გარი ლინეკერობას აპირებსო, წერს „სანი’’ და გვამცნობს, რომ ინგლისური ფეხბურთის ვარსკვლავი Paramount+ -ზე ტელეშოუს გაუძღვება.
გადაცემას ერქმევა Beckham & Friends Live, რომელშიც წამყვანი სავარაუდოდ თავის მეგობრებს შეფ გორდონ რემსისა და მსახიობებს ტომ კრუზსა და რაიან რეინოლდსს მიიწვევს.
შოუ ბრიტანეთსა და აშშ-ში გადაიცემა. მაყურებელი ჩემპიონთა ლიგის მატჩების დროს ბექემისა და მისი A-კლასის სტუმრების საუბარს მოისმენს.
პირველი ორი ეპიზოდი ეთერში ლონდონიდან გავა. ეს მოხდება 6 და 7 მაისს როდესაც „ინტერი’’ „ბარსელონას’’, ხოლო „პარი სენ ჟერმენი’’ „არსენალს’’ შეხვდება.
მესამე გადაცამა 49 წლის ბექზს 31 მაისს მიუნხენიდან ექნება, სადაც „ალიანც არენაზე’’ ჩემპიონთა ლიგის ფინალია.
ვინ იქნება ამ დღეს მისი სტუმარი? ამის შესახებ ინგლისური ფეხბურთის ვარსკვლავი საგანგებოდ დუმს.
მაიამის სახლიდან CBS-ის Golazo სპორტთან ჩართვის დროს ბექემმა თქვა: „ერთი სული მაქვს რამდენიმე მეგობართან ერთად როდის ჩავერთვები საქმეში, მოვწრუპავთ ჭიქა ღვინოს და ვისაუბრებთ’’.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური24/06/2026 | 11:17ინგლისმა ბექემს და ფანებს იმედი გაუცრუა
აქეთურ-იქითური24/06/2026 | 08:53დეშამს დედა გარდაეცვალა
აქეთურ-იქითური24/06/2026 | 08:08სალიბა: ჩემპიონთა ლიგის ფინალში მარცხი მუნდიალმა გადამატანინა
აქეთურ-იქითური23/06/2026 | 09:47რატომ არ მოსწონს ტუხელს წყლის შესვენებები?
