კალათები ევრობასკეტისთვის – საქართველო მეოთხეში…

Home სიახლეები კალათები ევრობასკეტისთვის – საქართველო მეოთხეში…
კალათები ევრობასკეტისთვის – საქართველო მეოთხეში…

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევრობასკეტი 2025-ის საგზური მოიპოვა, რომლის ფინალური ეტაპის წილისყრა 27 მარტს გაიმართება – 24 გუნდი ოთხ ჯგუფში განაწილდება. თითო ჯგუფიდან მერვედფინალში ოთხი გუნდი გავა.

ევრობასკეტი 27 აგვისტოს დაიწყება და 14 სექტემბერს დასრულდება.

ოთხი ჯგუფის გუნდები ოთხ ქვეყანაში განაწილდებიან. კალათები ფიბა-მ ოფიციალურად დღეს გამოაცხადა:

პირველი კალათა: სერბეთი, გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი

მეორე კალათა: ლატვია, ლიეტუვა, სლოვენია, საბერძნეთი

მესამე კალათა: იტალია, მონტენეგრო, პოლონეთი, ჩეხეთი

მეოთხე კალათა: ფინეთი, საქართველო, თურქეთი, ისრაელი

მეხუთე კალათა: ბელგია, ბოსნია-ჰერცეგოვინა, ესტონეთი, შვედეთი

მეექვსე კალათა: დიდი ბრიტანეთი, ისლანდია, პორტუგალია, კვიპროსი

ერთ ჯგუფს კვიპროსის ქალაქი ლიმასოლი უმასპინძლებს, მეორეს – ფინეთის ტამპერე, მესამეს – პოლონეთის კატოვიცე და მეოთხეს – ლატვიის დედაქალაქი რიგა. მერვედფინალებიდან ყველა გუნდი თავს სწორედ რიგაში მოიყრის.

მასპინძელმა ნაკრებებმა აირჩიეს პარტნიორი ქვეყნები, რომლებიც მათსავე ჯგუფში ითამაშებენ. ფინეთმა – ლიეტუვა, ლატვიამ – ესტონეთი, კვიპროსმა – საბერძნეთი. პოლონელებს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ.

გადაწყვეტილია ისიც, რომ საქართველოს ნაკრები ფინეთში ვერ მოხვდება, რადგან წილისყრისას ჯგუფში სწორედ ფინეთთან იქნება. რჩება სამი ვარიანტი – ლატვია, პოლონეთი და კვიპროსი.