ფიგურული ციგურაობის ევროპის ჩემპიონატზე წყვილთა შორის ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ბრინჯაოს მედლები მოიპვეს.

მოკლე პროგრამის შემდეგ მეტელკინა და ბერულავა 57.03 ქულით მეცხრე ადგილზე იყვნენ. წყვილმა თავისუფალ პროგრამაში 134.85 ქულა დაიმსახურა, ჯამში 191.88 ქულა დააგროვა და საბოლოოდ მესამე ადგილზე გავიდა.

ევროპის ჩემპიონის ტიტული გერმანულმა წყვილმა, მინერვა ფაბიენ ჰასემ და ნიკოლა ვოლოდინმა მოიპოვა, ვერცხლის მედლებს კი იტალიელები – სარა კონტი და ნიკოლო მაჩი დაეუფლნენ.

ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამის შემდეგ მამაკაცთა შეჯიბრებაში ნიკა ეგაძე მეორე, ხოლო ანასტასია გუბანოვა პირველ  ადგილზეა. გუბანოვა თავისუფალი პროგრამით 31 იანვარს ისრიალებს, ეგაძე კი – პირველ თებერვალს.