17 წლის რეჩმონდ ჯერარდმა აშშ-ს სამხრეთ კორეაში პირველი ოქრო კი მოუტანა, მაგრამ მისი გამოსვლა ბეწვზე ეკიდა.
შეჯიბრის წინა ღამეს რეჩმონდი, თურმე, გათენებამდე საყვარელ სერიალს – „ბრუკლინი 9-9“ უყურებდა და დილით ადუღებულმა სმარტფონმაც ვერ გააღვიძა. ბოლოს, დაბნეულმა და ნამძინარევმა, სასწრაფოდ ნათხოვარი ქურთუკით დანიშნულების ადგილამდე მიაღწია და ისეთი ფანტასტიური სნოუბორდ-შოუ დადგა, არბიტრებს არჩევანი არ დაუტოვა.
„არ მესმის ოლიმპიადის მნიშვნელობა. ჩემთვის X-Games გაცილებით მნიშვნელოვანია, – განაცხადა ჯერარდმა, რომელმაც დაჯილდოებისას სოკ-ის პრეზიდენტი თომას ბახი ვერ იცნო, – სნოუბორდით კიდევ ერთი-ორი წელი გავერთობი და მერე ვნახოთ, საით გამიწევს გული”.
ისტორიას ყოველთვის გენიოსები და შერეკილები ქმნიდნენ…
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
