
რა მოთვლის უმაღლესი კვალიფიკაციის მწვრთნელებს, რომელთაც ინგლისის პრემიერლიგაში უმუშავიათ. ინგლისის პრემიერლიგა კი ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი ლიგაა, თუ საუკეთესო არა და მის კლუბებში ბევრ ტაქტიკოსს მოუსინჯავს ძალა. მათ შორის მრავალი ინგლისელი იყო, ბევრიც – უცხოელი. 1992 წლიდან (პრემიერლიგის დაარსების დღიდან) მოყოლებული ტიტულის მოპოვება თერთმეტმა შეძლო. ეს იმას ნიშნავს, რომ არაერთმა დიდმა მწვრთნელმა ინგლისის ჩემპიონობა ვერ მოახერხა. საიტი givemesport გვთავაზობს იმ 10 გამორჩეული სპეციალისტის ჩამონათვალს, რომელთაც პრემიერლიგის ჩემპიონის ტიტული ვერ მოიგეს, თუმცა აქვე მოდი ის 11 მწვრთნელი დავასახელოთ, ვინც მწვერვალზე ასვლა შეძლო.
ჩემპიონები: ალექს ფერგიუსონი (13-ჯერ, „ნამჩესტერ იუნაიტედი’’), პეპ გვარდიოლა (5, „მანჩესტერ სიტი’’), ჟოზე მოურინიუ (3, „ჩელსი’’), არსენ ვენგერი (3, „არსენალი’’), კარლო ანჩელოტი (1, „ჩელსი’’), ანტონიო კონტე (1, „ჩელსი’’), კენი დალგლიში (1, „ბლექბერნი’’), იურგენ კლოპი (1, „ლივერპული’’), რობერტო მანჩინი (1, „მანჩესტერ სიტი’’), მანუელ პელეგრინი (1, „მანჩესტერ სიტი’’), კლაუდიო რანიერი (1, „ლესტერ სიტი’’)
ხელმოცარულები: ბრენდენ როჯერსი („სვონსი’’, „ლივერპული’’, „ლესტერი’’), ჟერარ ულიე („ლივერპული’’, „ასტონ ვილა’’), ჰარი რედნაპი („ვესტ ჰემი’’, „პორტსმუთი’’, „საუთჰემპტონი’’, „ტოტენჰემი’’, „ქვინს პარკი’’), დევიდ მოიესი („ევერტონი’’, „მანჩესტერ იუნაიტედი’’, „სანდერლენდი’’, „ვესტ ჰემი’’), მაურიციო პოჩეტინო („საუთჰემპტონი’’, „ტოტენჰემი’’, „ჩელსი’’), ლუის ვან გაალი („მანჩესტერ იუნაიტედი’’), თომას ტუხელი („ჩელსი’’), გუს ჰიდინკი („ჩელსი’’), რაფა ბენიტესი („ლივერპული’’, „ჩელსი’’, „ნიუკასლი’’, ევერტონი’’), ბობი რობსონი („ნიუკალი’’).
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები02/06/2026 | 08:26ირანი შოლოიცკვინტლეში მიდის
აქეთურ-იქითური02/06/2026 | 07:08პარიზელები მარჯვენა გარემარბს მიადგნენ
აქეთურ-იქითური01/06/2026 | 08:41Maxifoot: შეძლებს დემბელე ოქროს ბურთის ზედიზედ მეორედ მოპოვებას?
მთავარი ამბავი01/06/2026 | 07:20კვარა და ხუთი პარიზელი
