ამერიკულმა ტელეკომპანია NBC-მ ზამთრის ოლიმპიადიდან თავისი ერთ-ერთი მიმომხილველი ჯოშუა კუპერ რამო მოხსნა. მიზეზი: რამომ კორეელი ხალხი შეურაცხყო. კერძოდ, მან გახსნის ცერემონიალის რეპორტაჟის დროს, იაპონიის პრემიერ-მინისტრის შინზო აბეს დანახვაზე თქვა, რომ მართალია იაპონიას კორეა 1910-45 წლებში დაპყრობილი ჰყავდა, მაგრამ ნებისმიერი კორეელი გეტყვით, რომ იაპონელები დიდი კულტურის ხალხია, რომელთაც კორეის განვითარებაში უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულეს.
ყოფილი ოკუპანტების ასე წარმოჩენამ კორეაში აღშფოთება გამოიწვია. მათ ბოდიშის მოთხოვნით 13 000 ხელმოწერა შეაგროვეს. სოციალური ქსელები განრისხებული ხალხის კომენტარებით აივსო. ისინი წერდნენ, რომ ბევრი მათგანის პაპა-ბებია იაპონელებმა დახოცეს. ისინი ახალგაზრდა კორეელ ქალებს უკადრისი საქმის კეთებას აიძულებდნენ.
NBC-მ რამოს სიტყვების გამო ჯერ ბოდიში მოიხადა, შემდეგ კი მიმომხილველი ოლიმპიადის რეპორტაჟებიდან მოხსნა.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი28/05/2026 | 22:04დიდი სენსაცია პარიზში
კატეგორიის გარეშე17/04/2026 | 18:09ერთი დღის ორი ოქრო
კატეგორიის გარეშე17/04/2026 | 15:15საქართველო ესპანელს ჩაბარდა
კატეგორიის გარეშე09/04/2026 | 17:23საქართველო მსოფლიო თასის ფლეი ოფშია
