1992-1993 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გიორგი ქინქლაძე

შეიძლება იყოს 3 ადამიანი and ტექსტი გამოსახულება„სარბიელი“ წარმოგიდგენთ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის გამოკითხვას – ტრადიციულად 1993 წლიდან და გახსენებთ, რომ სწორედ „სარბიელის“ ვერსია ითვლება ყველაზე ღირებულ გამოკითხვად, რომლითაც ქართველი ფეხბურთლების გამორჩევა ხდება.

ვთქვით, 1993 წლიდან-თქო და ამ 31 წელიწადში გვქონდა „ჩავარდნებიც“. მაგალითად, 2019-2020 წლების სეზონი კოვიდ-პანდემიამ შეიწირა – ფაქტობრივად ჩავარდნილ სეზონს, ცხადია, გამოკითხვის ჩავარდნაც მოჰყვა.

წლეულს კი, კვლავ დავასახელებთ სეზონის საუკეთესოს და ბოლო წლების ტრადიციის შესაბამისად, პარტნიორობას ისევ „ლიდერბეთი“ გაგვიწევს.

ცხადია, რომ ფავორიტების დასახელებში გადამწყვეტი სიტყვა ქართველი სპორტული ჟურნალიასტებისაა. წლეულს, გამოკითხვაში – რომელიც 2024 წლის ივლისში მოეწყო და მოიცავდა 2023 წლის აგვისტოდან ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის ჩათვლით პერიოდს, ჩვენი კოლეგების სარეკორდო რაოდენობამ – 86  ჟურნალისტი მონაწილეობდა…

საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობა 15 ოქტომბერს გამოცხადდება.

ასევე შეგახსენებთ, რომ გამოკითხვის შედეგები საჯაროა და გამარჯვებულის გამოცხადებისთანავე გამოქვეყნდება გაზეთ ლელოში, ასევე ვებ-გვერდებზე: leadersport.ge, lelo.ge, sarbieli.com.

2020-2021 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია

1992-1993 – გიორგი ქინქლაძე (დინამო)

1993-1994 – შოთა არველაძე (დინამო, ტრაბზონსპორი)

1994-1995 – აკაკი დევაძე (შევარდენი-1906, როსტელმაში)

1995-1996 – გიორგი ქინქლაძე (მანჩესტერ სიტი)

1996-1997 – თემურ ქეცბაია (აეკ)

1997-1998 – შოთა არველაძე (აიაქსი)

1998-1999 – ზაზა ჯანაშია (ლოკომოტივი, მოსკოვი)

1999-2000 – ლევან კობიაშვილი (ფრაიბურგი)

2000-2001 – კახა კალაძე (დინამო კიევი, მილანი)

2001-2002 – კახა კალაძე (მილანი)

2002-2003 – კახა კალაძე (მილანი)

2021-2022 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გიორგი მამარდაშვილი

2003-2004 – ალექსანდრე იაშვილი (ფრაიბურგი)

2004-2005 – ლევან კობიაშვილი (შალკე)

2005-2006 – კახა კალაძე (მილანი)

2006-2007 – შოთა არველაძე (ალკმაარი)

2007-2008 – ალექსანდრე იაშვილი (ფრაიბურგი)

2017-2018 – საბა კვირკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი)

2018-2019 – გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი)

2020-2021 – ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი)

2021-2022 – გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია)

2022-2023 – ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი)

2023-2024 –

ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელის პარალელურად, მეოთხე სეზონია, იგივე პრინციპით ვავლენთ ეროვნული გუნდის საუკეთესო დებიუტანტს, რომელსაც ჩვენი უცვლელი მოქანდაკეების – ლევან ვარდოსანიძისა და თემურ ლომიძის – დამზადებული პრიზი გადეცემათ – ხვედელიძის პერსონაჟის ფიგურა კინოფილმიდან „ფეოლა“.

2020-2021 – გურამ გიორბელიძე (ბათუმი)

2021-2022 – გიორგი წიტაიშვილი (ჩერნომორეცი)

2022-2023 – გიორგი გოჩოლეიშვილი (შახტარი)

2023-2024 –