საფრანგეთის ლიგა 1-ში „სენტ-ეტიენმა“ ხუთი მატჩიდან ერთი მოიგო და ოთხი წააგო, განსაკუთრებით მტკივნეული ბოლო ტურში „ნიცასთან“ გამანადგურებელი მარცხი (0:8) იყო. მართალია, ჯერჯერობით, ოლივიე დალ’ოლიო კვლავ პოსტზე რჩება, თუმცა, ჩანს, კლუბის ხელმძღვანელობამ გუნდში მწვრთნელის შეცვლაზე ფიქრი უკვე დაიწყო.
საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს ფრანგული პრესა – დალ’ოლიოს შესაძლო შემცვლელად სამი კანდიდატურა განიხილება, მათ შორის ერთ-ერთი კი საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვილი სანიოლი გახლავთ.
სანიოლი სენტ ეტიენშია დაბადებული და ეს კლუბიც, რომელიც საფრანგეთის 10-გზის ჩემპიონია, მისთვის მშობლიურია – სწორედ აქ დაიწყო ვილიმ პროფესიული საფეხბურთო კარიერა.
შეგახსენებთ, რომ „სენტ-ეტიენში“ ამ ზაფხულს ზურიკო დავითაშვილი გადავიდა, რომელმაც ხუთივე მატჩში მიიღო მონაწილეობა და ჯერჯერობით მის ანგარიშზე მხოლოდ ერთი საგოლე გადაცემაა.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე18/04/2026 | 20:40ლუკა ჩემპიონი
კატეგორიის გარეშე18/04/2026 | 14:59ბითაძე ფლეი ოფში
კატეგორიის გარეშე17/04/2026 | 14:33თბილისში, ბაჰრეინთან…
კატეგორიის გარეშე11/04/2026 | 11:19შედეგიანი მამუ და ბითაძის ორმაგი
