შამანმა ოსიმენი გააფრთხილა

Home აქეთურ-იქითური შამანმა ოსიმენი გააფრთხილა
შამანმა ოსიმენი გააფრთხილა

Igbo Mask (Nigeria) ვიქტორ ოსიმენის „ჩელსიში” გადასვლა რეალურია, მაგრამ გამოჩნდა ხალხი ვისაც ეს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

როგორც ESPN-ის აფრიკულმა X პლატფორმამ დაწერა, მავან ნიგერიელ შამანს „ნაპოლის” თავდამსხმელისთვის მესიჯის გაგზავნა უნდოდა.

„მსურს ოსიმენი ჩქარა და მიკიბ-მოკიბვის გარეშე გავაფრთხილო, რომ „ჩელსიში” არ უნდა გადავიდეს. თუ ის „ჩელსიში” გადავა, მისი ვარსკვლავი ჩაქრება, ხოლო კარიერა მოკვდება.

თუ ოსიმენი „ჩელსიში” გადავა, მას აღარ უნდა დავურეკოთ. მის ნიგერიის ნაკრებში გამოძახებასაც სერიოზული დაფიქრება დაჭირდება, მითუფრო, რომ ჩვენ მსოფლიოსა და აფრიკის ჩემპიონატებისთვის ძალები საკმარისად გვაქვს”, — თქვა შამანმა.

 

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.