
როგორც გავლენიანი ესპანური გაზეთი AS წერს, „ვალენსიას” მისი მთავარი მეკარის გიორგი მამარდაშვილის შენარჩუნება სურს, მაგრამ ითვალისწინებს, რომ ქართველი ზაფხულში შესაძლოა ისეთ კლუბში გადავიდეს, რომელიც ჩემპიონთა ლიგაში გამოვა და მისი შემცვლელის ძებნას იწყებს. ასახელებენ რამდენიმე ვარიანტს, რომელთა შორის არის „მალიორკას” 27 წლის კარის მცველი, სლოვაკი დომინიკ გრეიფი.
გრეიფი „მალიორკაში” 28 წლის სერბი პრედრაგ რაიკოვიჩის თადარიგშია, თუმცა ესპანეთის სამეფო თასზე გუნდი მას ათამაშებდა და სლოვაკსაც თავი არ შეურცხვენია. კუნძულელები ფინალში რომ გავიდნენ, მნიშვნელოვანწილად მისი დიდი დამსახურება იყო. შეგახსენებთ, რომ თასი „ბილბაომ” მოიპოვა.
გრეიფის კონტრაქტს ვადა 2026 წელს გაუდის. ერთადერთი თამაში, რომელიც ამ გოლკიპერმა მიმდინარე სეზონში ლა ლიგაში ჩაატარა სწორედ „მესტალიაზე” იყო. „ვალენსიამ” მას გოლი ვერ გაუტანა.
კიდევ ერთი მეკარე, რომელმაც შეიძლება მამარდაშვილი შეცვალოს „რაიო ვალეკანოს” სტოლე დიმიტრიევსკია. ივნისში დიმიტრიევსკი სავარაუდოდ თავისუფალი აგენტი გახდება. დიმიტრიევსკი ჩრდილოეთ მაკედონიელია. ის 30 წლისაა.
რაც შეეხება გიორგი მამარდაშვილს, „ვალენსია” მის 25-30 მილიონ ევროდ გაყიდვას აპირებს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნებისმიერი კლუბი, რომელიც ევროპულ თასზე გამოდის და „ღამურებს” ასეთ თანხას შესთავაზებს, ქართველს უპირობოდ გადაიბირებს. მამარდაშვილს სჭირდება გუნდი, სადაც მას ათამაშებენ.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური25/05/2026 | 10:33კონტემ მავნებლები ახსენა და გადადგა
მთავარი ამბავი25/05/2026 | 08:55არადა სამი წლის წინ კონფერენციის ლიგა მოიგო
სიახლეები25/05/2026 | 07:24…მთელს თამაშად ღირდა
სიახლეები21/05/2026 | 13:16შვიდიდან შვიდი
