თურქეთის სუპერლიგის 30-ე ტურის მატჩი „ტრაბზონსა“ და „ფენერბახჩეს“ შორის (2:3) სტუმართა გუნდის ფეხბურთელებსა და მასპინძელთა გულშემატკივრებს შორის ჩხუბით დასრულდა.
საფინალო სასტვენის შემდეგ „ფენერბახჩეს“ ფეხბურთელებმა მოედნის ცენტრში გაშმაგებით იზეიმეს გამარჯვება, რაც არ მოეწონათ მასპინძელ გულშემატკივრებს, ისინი მოედანზე მასობრივად გამოცვივდნენ. ამის შემდეგ დაიწყო ჩხუბი, მაგრამ რა ჩხუბი… სტუმარ ფეხბურთელებს ბლომად მოხვდათ, თუმც არც მათ დაუკლიათ ადგილობრივი ფანებისთვის.
თურქეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 30 ტურის შემდეგ „ფენერბახჩე“ 79 ქულით მეორე ადგილზეა. 49-ქულიანი „ტრაბზონი“ მესამეზე. ლიდერი კი „გალათასარაია“, რომელსაც ამდენივე მატჩის შემდეგ 81 ქულა აქვს.



ავტორის პროფილი
- კობა ინასარიძე–ანი ინასარიძის და ექსკლუზიური მასალების მამა. ხშირად შემჩნეულია ქართულ ფეხბურთში არსებული განუკითხაობისა და არაპროფესიონალიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. დელიკატესებიდან უყვარს "სარბიელი", ლუდი და გერმანიის ნაკრები.
უახლესი პოსტები
დავთარი16/11/2025 | 20:50წახვალ, ვილი ???
კატეგორიის გარეშე06/05/2025 | 08:06პლატინის გუნდი აღზევდა
კატეგორიის გარეშე03/05/2025 | 10:22დიდი მისვლა-მოსვლა ევროპაში
კატეგორიის გარეშე03/04/2025 | 07:38კვარამ ივარჯიშა
