საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ა დივიზიონის ჯგუფი სამი წაგებით დახურა. ბოლო მარცხი ბერძნებთან იყო – 9:18.
ვიცით, რომ სამივე გუნდი – იტალია, უნგრეთი, საბერძნეთი ძალიან ძლიერია, მაგრამ საქართველო მათგან ძალიან შორს და სრულიად უშანსოდ იყო. და მაინც, არის ვარიანტი, რომ ჩვენი გუნდი ისევ საუკეთესო 8 გუნდში დარჩეს. საამისოდ, ერთი გამარჯვებაა საჭირო და სავარაუდო მეტოქე რუმინეთია, რომელსაც ქვედა დივიზიონის იმ ჯგუფის მოგება არ უნდა გაუჭირდეს, რომელზეც საქართველო გადის.