0:2-დან 4:2…

0:2-დან 4:2…

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მეხუთე ტურში, თბილისში ლუქსემბურგს დაპირისპირდა და 4:2 დაამარცხა.

პირველი ტაიმში საქართველოს ნაკრები მეტოქეს ორი ბურთით ჩამორჩა და ამ დროს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე… განათება გამოირთო. უეფა-ს დელეგატთან კონსულტაციის შემდეგ შეხვედრა დაახლოებით ერთ საათში, მიხეილ მესხის  სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე 43-ე წუთიდან გაგრძელდა.

მეორე ტაიმში ქართველებმა ოთხი გოლის გატანა მოახერხეს და ერთა ლიგაზე პირველი გამარჯვება მოიპოვეს.

ხუთი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები ხუთი ქულით ჯგუფში მეორე ადგილზეა. მომდევნო მატჩს ირის ანტმანის გუნდი 5 დეკემბერს, სტუმრად, თურქეთის ნაკრების წინააღდმეგ ჩაატარებს.

ავტორის პროფილი

ირაკლი ნინიძე
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...