ფიფას განხლებულ რეიტინგში საქართველოს ნაკრები დაქვეითდა. ეროვნული გუნდი ოქტომბერში თუ 76-ე იყო, ახლა 77 ადგილზეა და სალვადორსა და ჰონდურასს შორის აღმოჩნდა.
პირველ ათეულში რამდენიმე ცვლილებაა – მესამე და მეოთხე ადგილზე ინგლისი და ბელგია ავიდნენ, ბრაზილიამ კი ორი პოზიციით უკან დაიხია და დღეის მდგომარეობით მეხუთეა.
ასევე, ადგილები ნიდერლანდებმა და პორტუგალიამ გაცვალეს – ახლა პორტუგალია მეშვიდეა, ნიდერლანდები კი მეექვსე. პირველი ათეული ასე გამოიყურება: 1) არგენტინა 2) საფრანგეთი 3) ინგლისი 4) ბელგია 5) ბრაზილია 6) ნიდერლანდები 7) პორტუგალია 8) ესპანეთი 9) იტალია 10) ხორვატია 16) გერმანია