შეიძლება იყოს 7 ადამიანი, ფეხბურთის მოთამაშე ადამიანები, (ამერიკული) ფეხბურთის მოთამაშე ადამიანები and ტექსტი გამოსახულება„ბათუმი,“ როგორც მოსალოდნელი იყო, ვადამდე გახდა ქვეყნის ჩემპიონი. ეს ზღვისპირელების მეორე ტიტულია ბოლო სამ წელიწადში. ასევე ორჯერ ყოფილან საქართველოს ჩემპიონები „ვიტ ჯორჯია,“ „ზესტაფონი“ და „რუსთავი.’’ 4-ჯერ – „ტორპედო,“ თითოჯერ – „სამტრედია,“ „დილა,“ „სიონი“ და „საბურთალო“. ხოლო აბსოლუტური ლიდერი თბილისის „დინამოა“ – 19 ტიტული.

„ბათუმმა“ „თელავს“ 3:0 მოუგო. თავი ირაკლი ბიძინაშვილმა, გიორგი ზარიამ და ცოტნე ფაცაციამ გამოიჩინეს. პლუს პირველ ტაიმში ვლადიმერ მამუჩაშვილმა პენალტი ვერ შეაგდო.

გამოვარჩევთ ფაცაციას მართლაც საჩემპიონო, ფანტასტიკურ შორეულ გოლს, რომელიც 23 წლის ნახევარმცველმა საკუთარი მოედნიდან გაიტანა.

და კიდევ, ამავე შეხვედრაში ზარიას გოლი მე-500 აღმოჩნდა მიმდინარე ჩემპიონატში.

იმავე ბათუმში, ჯონი ბაკურიძის სახელობის ანგისას ბაზაზე „სამტრედიამ“ 9 უპასუხო გოლი გაუტანა „შუქურას.“ ცხადია, სამტრედიელთათვის ეს სარეკორდო გამარჯვებაა ეროვნული ჩემპიონატების ისტორიაში და პირიქით – ქუბულეთელებისთვის ანტირეკორდი. ისტორიული მარცხი შეემთხვა ქობულეთელთა ახალ დამრიგებელ რევაზ ძოძუაშვილსაც.

ასევე მიმდინარე სეზონში პირველად მოხდა, რომ სამმა ფეხბურთელმა (ალეკსანდარ მიშოვმა, თორნიკე ახვლედიანმა და დათო კირკიტაძემ) ერთ მატჩში დუბლი შესრულა.

აღსანიშნავია, რომ „დილამ“ ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო (ამჯერად „გაგრასთან“ – 1:0) და მესამე ადგილზე დადგა.

ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტური დარჩა.

საბურთალო 2:2 სამგურალი

1:0 ოთარ მამაგეიშვილი (18), 2:0 ტაბატაძე (27), 2:1 გნამია (62) 2:2 კალანდარიშვილი (81)

შუქურა 0:9 სამტრედია

0:1, 0:2 მიშოვი (15, 19), 0:3 პავიშინი (33), 0:4 ხაიბულაევი (40), 0:5 ილია ახვლედიანი (50), 0:6 დათო კირკიტაძე (53), 0:7, 0:8 თორნიკე ახვლედიანი (57 პენ, 76), 0:9 დათო კირკიტაძე (82)

ბათუმი 3:0 თელავი

1:0 ბიძინაშვილი (24), 2:0 ზარია (54), 3:0 ფაცაცია (90+1)

43-ე წუთზე მამუჩაშვილმა ვერ გაიტანა პენალტი

ტორპედო 2:2 დინამო

1:0 შერგელაშვილი (39), 2:0 არაბიძე (58), 2:1 მარუშიჩი (80), 2:2 ოდიშარია (90+2)

დილა 1:0 გაგრა

1:0 ეტოუ (17)

გუნდითამაშიმოგებაფრეწაგებაბურთებიქულა
ბათუმი362111483:4173
დინამო36218793:4968
ტორპედო361612855:3759
დილა361791056:3957
სამგურალი361691153:5154
საბურთალო361491358:4951
გაგრა361081847:6535
თელავი361071934:6237
სამტრედია36962150:6233
შუქურა36452738:11211

„შუქურას“ დაკლებული აქვს 6 ქულა

მეგოლეები: ჯოვინო ფლამარიონი (ბათუმი) – 16, ზორან მარუშიჩი (დინამო) – 15, უსმანე კამარა (დინამო), ულად-ომარ იმრანი (დინამო/ აპოელ ბეერ შევა ისრაელი) – 13, პაატა ღუდუშაური, ვლადიმერ მამუჩაშვილი (ორივე – ბათუმი), გიორგი არაბიძე (ტორპედო), შეიკნე სილა (საბურთალო) – 12

შეიძლება იყოს 5 ადამიანი, (ამერიკული) ფეხბურთის მოთამაშე ადამიანები, ფეხბურთის მოთამაშე ადამიანები, ბრბო and ტექსტი გამოსახულება