სანაკრებო კვირის შემდეგ სიმონე ინძაგის „ინტერმა” სერია A-ს შეწყვეტილი ჩემპიონატი დიდებულად განაახლა: მარკუს ტურამის, ლაუტარო მარტინესისა და ჰაკან ჩალჰანოღლუს (პენალტი) გოლებით ტურინში, „სტადიო ოლიმპიკოზე” საბა საზონოვის „ტორინოს” 3:0 მოუგო. საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი მოედანზე 51-ე წუთზე დაშავებული ნიდერლანდელი პერ შუურსის ნაცვლად შევიდა. ის, რომ ამის შემდეგ მასპინძლებმა სამი გოლი გაუშვეს საბას ბრალი არ ყოფილა, მაგრამ ფაქტია, რომ იტალიის ჩემპიონატის ლიდერმა „ტოროს” აშკარად აჯობა.
„გრანატას” უიღბლობის პერიოდი გრძელდება. გუნდს აგერ უკვე ხუთი თამაშია არ მოუგია, ხოლო ოთხი თამაშია გოლი არ გაუტანია. ამას შუურსის სერიოზული ტრავმა დაემატა — ის მოედნიდან საკაცით გაიყვანეს და შეუერთდა დაშავებულებს საპატას, ბონჯორნოს, ჯიჯისა და სოპის. ნავსიანი პერიოდის დასტური გახლდათ შეხვედრის ბოლო წამს ხორვატი ნახევარმცველის ნიკოლა ვლაშიჩის უგონოდ დაცემა, რისი მიზეზიც ადგილზე ვერ დადგინდა და მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელი რამდენიმე წუთში წამოდგა, ის უთუოდ გამოსაკვლევია. იტალიურ მედიაში მისი წაქცევის აღსაწერად სიტყვა დაშავებას კი არა, სიტყვა უცხო დაავადებას წერენ.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური04/08/2026 | 09:28გააგებინეთ მოურინიუს, ვინისიუსი აქ არის თუ იქ?
აქეთურ-იქითური04/08/2026 | 07:34ჩეფერინი შეეცდება ალ-ხელაიფი ფიფას პრეზიდენტობაზე დაიყოლიოს
აქეთურ-იქითური03/08/2026 | 09:14ბარკოლას ლივერპულში წასვლა რეალობას ემსგავსება
მთავარი ამბავი03/08/2026 | 08:01მამარდას ბოლო ამერიკული თამაში
