რადიოწამყვანმა ჯუზეპე ფალკაომ Areanapoli.it-ს „ნაპოლიში” კიმ ნიმ-ჯაეს შემცვლელზე, ბრაზილიელ ნატანზე უთხრა ორიოდ სიტყვა. მისი „აძურიში” გადასვლა გადაწყვეტილ ამბად არის მიჩნეული.
„მე ნატანს ვიცნობ, რადგან შარშან „რომა” ცაცია მცველს ეძებდა და მისი ყურადღება სწორედ ამ 22 წლის ბრაზილიელმა მიიპყრო. მაშინ ალდაირს ვკითხე რას ფიქრობდა მასზე. პასუხად მივიღე, რომ ის ძალიან ახალგაზრდა და პერსპექტიულია. „ბრაგანტინო” „რედ ბულის” კლუბია და ნატანი ამიტომ ღირს შედარებით ძვირი.
ნატანის თვისებებიდან უნდა გამოვყოთ პერსონალურად თამაშის ნიჭი. მას მეტოქე ძნელად უსხლტება. გარდა ამისა, ბრაზილიელი სწრაფია და ჩემი აზრით რაღაცით კიმს ჰგავს. კიმის უპირატესობა ის იყო, რომ ევროპულ ფეხბურთში თამაშის გამოცდილება ჰქონდა, რასაც ბრაზილიელი მოკლებულია.
„რომას” დაცვა სამი მცველისგენ შედგებოდა. „ჯალოროსის” ნატანი მეოთხე-მეხუთე კაცად სჭირდებოდა. „ნაპოლის” კი ის სასტარტო შემადგენლობისთვის უნდა. ამისათვის ის ვალდებულია მოუმატოს. საქმე ის არის, რომ მას უარყოფითი თვისებებიც აქვს და ერთი მათგანი ყურადღების გაფანტვაა. ნატანი ყოველთვის მობილიზებული არ არის. ფასით თუ ვიმსჯელებთ, ვფიქრობ 10 მილიონი ასეთი ფეხბურთელისთვის ძალიან კარგი თანხაა, მაგრამ ნურავინ ელის, რომ ის კიმის შეცვლას დღესვე შეძლებს. ბრაზილიელი უფრო სწრაფი და ტექნიკურია, მაგრამ როგორც მცველი ჯერ ჩამოუვარდება.
ნატანმა კარიერა „ფლამენგოს” ახაალგაზრდულ გუნდში დაიწყო. დიდ ფეხბურთში დებიუტიც „ფლამენგოში” ჰქონდა. საჭიროების შემთხვევაში მას განაპირა მცველის პოზიციაზეც შეუძლია თამაში. ვიმეორებ, თავს ვერ დავდებ, რომ ის სერია A-ში სათამაშოდ უკვე მზად არის. „ნაპოლის” მოთმინება და ფეხბურთელისადმი ნდობის გამოვლენა სჭირდება”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური25/06/2026 | 09:59ტუხელი ხალხს დაასვენებს
აქეთურ-იქითური25/06/2026 | 08:50რა უნდა პსჟ-ს სანამ ხალხი მუნდიალს უყურებს?
აქეთურ-იქითური24/06/2026 | 11:17ინგლისმა ბექემს და ფანებს იმედი გაუცრუა
აქეთურ-იქითური24/06/2026 | 08:53დეშამს დედა გარდაეცვალა
