დღე არ გავა იტალიურ მედიაში ვიქტორ ოსიმენთან დაკავშირებით რამე ახალი ან გადამღერებული ძველი არ დაიწეროს. ცალკე თემაა „ნაპოლის” პრეზიდენტის აურელიო დე ლაურენტისის მადა. ამასთან დაკავშირებით მორიგი ინფორმაცია გუშინ „სქაი სპორტმა” გაავრცელა. მან თქვა, რომ დე ლაურენტისისა და ოსიმენის აგენტის რობერტო კალენდას ბოლო შეხვედრისას „პარტენოპეელთა” მეპატრონემ 200(!) მილიონი ევრო მოითხოვა.
მიაქცევდით ყურადღებას, რომ ეს თანხა ადრე დასახელებულს მნიშვნელოვნად აღემატება. თავიდან ამბობდნენ, რომ დე ლაურენტისი ნიგერიელის სანაცვლოდ 150 მილიონს ითხოვს, შემდეგ კი „ლე პარიზიენმა” 180 მილიონიც ახსენა. კამპანიელთა კლუბის პატრონმა კარგად იცის ოსიმენის მნიშვნელობა მნიშვნელობა გუნდისთვის და ეტყობა ფასის აწევით მის დაბევებას ცდილობს.
როგორია თავად სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით? მარტივი: ის ამბობს, რომ მოთამაშეს, რომელიც 200 მილიონი ღირს, შესაბამისი ხელფასი უნდა ჰქონდეს. ჯერჯერობით დე ლაურენტისი ოსიმენს 4,5 მილიონს უხდის და 6 მილიონს სთავაზობს, რაც თავდამსხმელს ეცოტავება.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური10/08/2026 | 08:21რატომ ჩაუვარდა მალდინის გვარდიოლას ვარიანტი?
მთავარი ამბავი10/08/2026 | 07:12მამარდას მორიგი ამხანაგური
სიახლეები09/08/2026 | 10:35აბუაშვილმა გოლიც გაიტანა და საუკეთესოც იყო
სიახლეები09/08/2026 | 09:27ზურკიომ მოგებით დაიწყო
