როგორც „ბაიერნის“ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, კლუბის გენერალური დირექტორი ოლივერ კანი და სპორტული დირექტორი ჰასან სალიჰამიჯიჩი თანამდებობიდან კლუბის სამეთვალყურეო საბჭოს რიგგარეშე სხდომის შემდეგ გაათავისუფლეს. ოლივერ კანს კრისტიან დრიზენი შეცვლის, ჰასან სალიჰამიჯიჩის შემცვლელი კი ჯერ ცნობილი არ არის.
„ოლივერ კანთან განშორების სამეთვალყურეო საბჭოსთვის მარტივი არ იყო, თუმცა სიტუაციის საერთო განვითარებიდან გამომდინარე, ასეთი გადაწყვეტილება მივიღეთ. გვინდა მადლობა გადავუხადოთ კანს მისი თავდადების, იდეებისა და ყველაფრისთვის, რასაც ერთად მივაღწიეთ. ის სამუდამოდ დარჩება „ბაიერნის“ მნიშვნელოვან ნაწილად“, – განაცხადა კლუბის პრეზიდენტმა ჰერბერტ ჰაინერმა.
აქვე გეტყვით, რომ ბუნდესლიგის ბოლო ტურში „დორტმუნდმა“ საკუთარ მოედანზე ვერ დაამარცხა უმოტივაციო „მაინცი“ (2:2), ხოლო „ბაიერნმა“ სტუმრად “კიოლნს“ 2:1 მოუგო და ზედიზედ მე-11 ჩემპიონის ტიტული იზეიმა.

ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
სიახლეები27/05/2026 | 22:32ამჯერად უკვე 21…
მთავარი ამბავი25/05/2026 | 20:26შეკრება თექვსმეტმა დაიწყო
კატეგორიის გარეშე20/04/2026 | 00:50კვარამ კი გაიტანა, მაგრამ…
კატეგორიის გარეშე19/04/2026 | 18:24თუშიშვილის ოქრო და გუნდური პირველი ადგილი
