17 ივნისს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრაში საქართველოს ნაკრები სტუმრად კვიპროსის ნაკრებს დაუპირისპირდება.
ამ შეხვედრისათვის კვიპროსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ შემადგენლობა დაასახელა, რომელშც 25 ფეხბურთელია, საქართველოს ნაკრების გარდა კუნძულელები 20 ივნისს სტუმრად ნორვეგიას ეთამაშებიან.
მეკარეები: კონსტანტინუს პანაგი (ომონია), დიმიტრის დიმიტრიუ (აპოლონი), ნეოფიტოს მიხაილი (ანორთოსისი);
მცველები: ანდრეას კარო (აპოელი), მარიოს ანტონიადისი (ანორთოსისი), ნიკოლას იოანუ (კომო 1907), იოანის კუსულოსი (ომონია), სტელიოს ანდრეუ (შარლერუა), კონსტანტინოს ლაიფისი (სტანდარტ ლიეჟი), ხარალაბოს კირიაკუ (აპოლონი), კოსტას პილეასი (არისი);
ნახევარმცველები: ხარალაბოს ხარალაბუსი (ომონია), ალექსანდროს გოგიჩი (სენტ მირენი), მიხალის იოანუ (ანორთოსისი), დანილო სპოლიარიჩი (აპოლონი), კოსტაკის არტიმატასი (ანორთოსისი), გრიგორის კასტანოსი (სალერნიტანა), დიმიტრის ხრისტოფი (ანორთოსისი);
თავდამსხმელები: ანდრეას პონიაჰიოტუ ფილიოტისი (აპოლონი), მინას ადონიუ (ანორთოსისი), ანდრონიკოს კაკულისი (ომონია), იონანის პიტასი (აპოლონი), იოიზოს იოიზუ (ომონია), მარინოს ძიონისი (კანზას სიტი), პიერო სოტირიუ (სანფრესე ჰიროსიმა).
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი28/05/2026 | 22:04დიდი სენსაცია პარიზში
კატეგორიის გარეშე17/04/2026 | 18:09ერთი დღის ორი ოქრო
კატეგორიის გარეშე17/04/2026 | 15:15საქართველო ესპანელს ჩაბარდა
კატეგორიის გარეშე09/04/2026 | 17:23საქართველო მსოფლიო თასის ფლეი ოფშია
