„ნაპოლიმ” „ფიორენტინას” ვიქტორ ოსიმენის გატანილი პენალტის წყალობით მოუგო, მაგრამ ამ შემთხვევაში გვინდა თქვენი ყურადღება გუნდზე კი არა, ფეხბურთელზე გავამახვილოთ. ნიგერიელმა ახალი რეკორდი დაამყარა. მან ლეგენდარულ ჯორჯ ვეას, ამჟამად ლიბერიის პრეზიდენტს აჯობა — სერია A-ში ამდენი გოლი სხვა აფრიკელ ფეხბურთელს არ გაუტანია. 24 წლის თავდამსხმელს „აძურის” ფორმით ჩატარებულ 79 შეხვედრაში 47 გოლი აქვს გატანილი. ვეას რეკორდი 23 წელი ხელშეუხებელი იყო.
ოსიმენმა კიდევ ერთი რეკორდი დაამხო. აქამდე აფრიკელთაგან ერთ სეზონში ყველაზე მეტი გოლი სამუელ ეტო’ოს ჰქონდა გატანილი — 21. ოსიმენი ვნახოთ, როგორ დაასრულებს სეზონს.

ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები30/05/2026 | 14:53საფრანგეთს ნოლეც დაემშვიდობა
ინტერვიუ30/05/2026 | 09:53ლუის ენრიკე: …რადგან არასდროს იცი შემდეგი ფინალი როდის მოგიწევს
მთავარი ამბავი30/05/2026 | 06:43ზურიკო კი საუკეთესო იყო, მაგრამ…
მთავარი ამბავი29/05/2026 | 12:32მამარდას თემაზე ლივერპულშიც დაიწერა
