ჩემპიონშიპის „ნოტინგემ ფორესტმა” ასოციაციის თასიდან „არსენალი” გააგდო – 4:2 მოუგო. მასპინძელმა ერიკ ლიხაიმ დუბლი შეასრულა – პირველი და მეორე გაიტანა – და მესამეც რომ მიეთვალა, ცოლი ძაღლს აჩუქებდა. მე-3 და მე-4 გოლები „ნოტინგემმა” პენალტებით შეაგდო, მაგრამ ლიხაის აღარ დაარტყმევინეს.
პოლონური წარმოშობის, აშშ-ს ნაკრების მცველმა ნამატჩევს თქვა: „ცოლი შემპირდა, ამ სეზონში ჰეთ-თრიქს თუ შეასრულებ ძაღლს გიყიდიო და პენალტის დასარტყმელად წავედი, მაგრამ დევიდ ვონი მომიახლოვდა და კორექტულად – არ დავაკონკრეტებ – მითხრა, საპენალტეს მოშორდიო”.
1908 წლის შემდეგ „არსენალმა” ქვედა დივიზიონის გუნდისგან სათასო მატჩზე პირველად გაუშვა 4 გოლი, ვენგერის ხელქვეით პირველად გამოვარდა მე-3 რაუნდიდან და ლიხაის ცოლი კი, იმედია, ქმარს კატას მაინც აჩუქებს დუბლისთვის.
ავტორის პროფილი
- ვაჟა ფშაველა... უკაცრავად, ფშაველი ვაჟა, გვარად ხუციშვილი. ერთგული, ნიჭიერი და ესპანეთში ნაცხოვრები კაცია, რომელმაც „რეალის” და „ბარსელონას” ქვეყანა შიგნიდან იცის და მკითხველისთვის მრავალი საინტერესო ამბის მოყოლა შეუძლია. ხანდახან ამბობს, კუში კოშმარიაო და ვერ გაიგებ, „მაზიანების” წინააღმდეგია თუ ვიღაც კაცის სახელსა და გვარს ასახელებს.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური24/07/2019 | 20:12სალასური სიმღერა: გამაძევე, კიდევ ერთხელ გამაძევე…
აქეთურ-იქითური04/07/2019 | 22:45სიახლე ფეხბურთის წესებში
აქეთურ-იქითური18/05/2019 | 14:15გამტანიდან მიმტანამდე
დავთარი16/05/2019 | 10:28გელ ბურა ბროზერ, შენ ხარ მდიდარი !
