ხორვატიის საფეხბურთო კავშირის ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, ხორვატიის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი მიროსლავ ბლაჟევიჩი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის 2011 წლიდან პროსტატის კიბოს ებრძოდა.
1994-2000 წლებში ბლაჟევიჩი ხორვატიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახლდათ. მაშინ ბალკანელები ევრო 1996-ის მეოთხედფინალში გავიდნენ და მსოფლიო 1998 წლის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში ბლაჟევიჩი ასევე ხელმძღვანელობდა ირანის, შვეიცარიის და ბოსნია-ჰერცეგოვინის ეროვნულ გუნდებს. ჩინეთის ახალგაზრდულ ნაკრებს. მუშაობდა ხორვატიის, საბერძნეთის, საფრანგეთის, ბოსნიის, ჩინეთის, სლოვენიის და ირანის კლუბებში.

ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
სიახლეები27/05/2026 | 13:47შმეიხელი მხარმა გააჩერა
სიახლეები26/05/2026 | 21:25ტორპედომ და იბერიამ დაძაბეს
კატეგორიის გარეშე16/04/2026 | 16:09მბაპე 70
კატეგორიის გარეშე16/04/2026 | 16:04ხვიჩა მოიგებს
