Khvicha Kvaratskhelia of Napoli is challenged by Patric of SS Lazio during the Serie A match between SS Lazio and SSC Napoli at Stadio Olimpico on...ცნობილმა ინგლისურმა ჟურნალმა FourFourTwo-მ გამოაქვეყნა მისი ვერსიით 2022 წლის 100 საუკეთესო ფეხბურთელის სია, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელია 37-ე ადგილზეა და არც მეტი-არც ნაკლები კრიშტიანუ რონალდუზე შვიდი პოზიციით წინ არის.

დახუჭეთ თვალები და სერიოზულად დაფიქრდით 2022 წლის საუკეთესო ფეხბურთელზე. ხედავთ ვინმე გამორჩეულს?, — კითხულობს ჟურნალი და განაგრძობს, — ჩვენი რეიტინგის შედგენისას რამდენიმე მომენტი გავითვალისწინეთ. ყველაფერზე წინ რასაკვირველია ნიჭი დავაყენეთ. მიგვაჩნია, რომ ჩვენს სიაში ყველაზე ფასეული ვალუტა თანდაყოლილი უნარებია. ნიჭს გარკვეული თავისუფლება მივანიჭეთ, რადგან ფეხბურთელს შეიძლება ტრავმა ჰქონოდა ან მთელი გუნდის ცუდ თამაშს შეეშალა ხელი. სიაში გვყავს ისეთი მოთამაშეები, რომლებიც აქ ისტორიული ბრწყინვალების გამო მოხვდნენ. ისინი დღესაც ვარსკვლავები არიან, ჩვენ კი გვსურს რაც შეიძლება სამართლიანები ვიყოთ. შემდეგ, გავითვალისწინეთ გავლენა და მნიშვნელოვნება. ფეხბურთელები პირველიდან მეასე ადგილამდე დახარისხებულები არიან არა მხოლოდ იმის მიხედვით, ვინ როგორ გავლენას ახდენს თამაშზე არამედ იმის მიხედვითაც, ვინ რამდენს გაიღებს, რამდენს აკეთებს.

ჟურნალი თითოეულ მოთამაშეს მცირე დახასიათებასაც ურთავს. კვარაცხელიაზე წერია: „2022 წლის დასაწყისში კვარაცხელია იყო უცნობი ქართველი ფეხბურთელი, რომელიც მშობლიურ ქვეყანაში, ბათუმის „დინამოში” დაბრუნდა, დღეს კი ის საუცხოო თამაშის წყალობით „ნაპოლის” შემადგენლობაში სერია A-ს და ჩემპიონთა ლიგას ბდღვნის”.

FourFourTwo-ს რეიტინგში მე-100 ადგილზე „ატლეტიკოს” სლოვენიელი მეკარე იან ობლაკია, 99-ზე „არსენალის” შვეიცარიელი გრანიტ ჯაკა. მერე მოდიან ფრენკი დე იონგი, კაი ჰავერცი, მარკო როისი, ფაბინიო, „ლესტერ სიტის” ჯეიმს მედისონი, ჟოაო ფელიქსი, დარვინ ნუნიესი, თეო ერნანდესი, ჯეკ გრილიში, პოლ პოგბა, ანტონი, ედუარდო კამავინგა და ასე შემდეგ.

მე-60 პოზიციაზე არის ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელი, ნიგერიელი თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენი, 50-ზე ინტერის არგენტინელი ფორვარდი ლაუტარო მარტინესი, 44-ზე კი კრიშტიანუ რონალდუ.

პირველ ორმოცეულს ქვემოთ თანმიმდევრობით ჩამოგითვლით: 1. ერლიგ ჰოლანდი (მანჩესტერ სიტი, ნორვეგია); 2. ქარიმ ბენზემა (რეალი, საფრანგეთი); 3. კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი, ბელგია); 4. კილიან მბაპე (პსჟ, საფრანგეთი), 5. ლიონელ მესი (პსჟ, არგენტინა); 6. რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა, პოლონეთი); 7. ნეიმარი (პსჟ, ბრაზილია); 8. მოჰამედ სალაჰი (ლივერპული, ეგვიპტე); 9. ჰარი კეინი (ტოტენჰემ ჰოთსფური, ინგლისი); 10. ვინისიუს ჟუნიორი (რეალი, ბრაზილია); 11. სადიო მანე (ბაიერნი, სენეგალი); 12. ალისონი (ლივერპული, ბრაზილია); 13. ლუკა მოდრიჩი (რეალი, ხორვატია); 14. დავიდ ალაბა (რეალი, ავსტრია); 15. ვირჯილ ვან დაიკი (ლივერპული, ნიდერლანდები); 16. ბერნარდო სილვა (მანჩესტერ სიტი, პორტუგალია); 17. ტიბო კურტუა (რეალი, ბელგია); 18. იოზუა კიმიხი (ბაიერნი, გერმანია); 19. რაფაელ ლეაო (მილანი, პორტუგალია); 20. მანუელ ნოიერი (ბაიერნი, გერმანია); 21. ჟოაო კონსელო (მანჩესტერ სიტი, პორტუგალია); 22. ედერსონი (მანჩესტერ სიტი, ბრაზილია); 23. ტონი კროოსი (რეალი, გერმანია); 24. რუბენ დიასი (მანჩესტერ სიტი, პორტუგალია); 25. ჯუდ ბილინგემი (დორტმუნდი, ინგლისი); 26. ფედრიკო ვალვერდე (რეალი, ურუგვაი); 27. მარკინიოსი (პსჟ, ბრაზილია); 28. პედრი (ბარსელონა, ესპანეთი); 29. ბაკაიო საკა (არსენალი, ინგლისი); 30. როდრი (მანჩესტერ სიტი, ესპანეთი); 31. ილქაი გუინდოგანი (მანჩესტერ სიტი, გერმანია); 32. ბრუნო გიმარაეში (ნიუკასლ იუნაიტედი, ბრაზილია); 33. დეკლან რაისი (ვესტ ჰემი, ინგლისი); 34. ფილ ფოდენი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი); 35. ჯამალ მუსიალა (ბაიერნი, გერმანია); 36. თომას მიულერი (ბაიერნი, გერმანია); 37. ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, საქართველო); 38. სონი (ტოტენჰემი, სამხრეთ კორეა); 39. ბრუნო ფერნანდეში (მანჩესტერ იუნაიტედი, პორტუგალია); 40. ანტონიო რუდიგერი (რეალი, გერმანია).