ფიფას ყოფილმა პრეზიდენტმა იოზეფ ბლატერმა განაცხადა, რომ ირანის ნაკრები 2022 წლის ყატარში მსოფლიო ჩემპიონატიდან უნდა მოიკვეთოს. ცნობილი ფუნქციონერი მიიჩნევს, რომ ასეთი გადაწყვეტილება ქვეყანაში ქალების მიმართ ძალადობისა და რუსეთისთვის იარაღის მიყიდვის გამო უნდა მიიღონ.
„ირანი ყატარის მსოფლიო ჩემპიონატიდან უნდა მოიკვეთოს. მე რომ ფიფას პრეზიდენტი ვიყო, ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად მივიღებდი“, – თქვა ბლატერმა.
ცოტა ხნის წინ ფიფა-ს, ირანის მოკვეთის თხოვნით, უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის აღმასრულებელმა კომიტეტმაც მიმართა.
შეგახსენებთ, რომ ირანი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფში ინგლისთან, უელსთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად მოხვდა.
ავტორის პროფილი
- გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე28/10/2025 | 12:33თბილისის აკადემია ჩემპიონია
კატეგორიის გარეშე23/09/2025 | 00:56… ის არის დემბელე!
კატეგორიის გარეშე01/09/2025 | 22:46კიდევ ერთი ქართველი უოტფორდში
კატეგორიის გარეშე16/08/2025 | 22:05კიტეიშვილის დუბლი შესვენებამდე
